მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ზამთარში თბილისში ისედაც ნაკლები იყო დატვირთვა, მაგრამ ახლა ბევრად ნაკლებია" - მაია სიდამონიძე

61a8cf58760dc
მარიამ ვარადაშვილი
02.12.21 22:00
965
სასტუმრო და რესტორან „ტერასას” მმართველი პარტნიორი, მაია სიდამონიძე ამბობს, რომ როგორც წესი ზამთარში თბილისის სასტუმროებში დატვირთულობა დაბალია, თუმცა ახლა კიდევ უფრო შემცირდა.

“კოვიდმა ბევრი რამ შეცვალა და ერთ-ერთი ცვლილება არის ის, რომ ადრე თუ რამდენიმე თვით ადრე გვქონდა ჯავშნები, ახლა 2-3 დღით ადრე შემოდის მოთხოვნა. შესაბამისად, როგორი თვე გვექნება ამას რამდენიმე დღით ადრე ვიგებთ. კორპორაციული მოგზაურობა ფაქტობრივად აღარ არსებობს ონლაინ სამუშაო რეჟიმის გამო, ხოლო ტურისტები რამდენიმე დღით ადრე ჯავშნიან ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე. ამ ეტაპზე თბილისში ჯავშნები ძალიან ცოტაა. ზამთარში ისედაც ნაკლები დატვირთვა იყო, ვიდრე გაზაფხულზე ან ზაფხულში, მაგრამ ახლა ბევრად უფრო ნაკლებია. ზამთრის კურორტებზე არ ვიცი, რა ვითარებაა”, - აცხადებს სიდამონიძე.

რაც შეეხება ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მუშაობას, სიდამონიძე ამბობს, რომ საკმარისი კომუნიკაცია არ არის იმისთვის, რომ სექტორს რეალური მოლოდინი ჰქონდეს ზამთრის ტურისტულ სეზონზე. კერძოდ, ამბობს, რომ იციან წელს ზამთრის სამივე კურორტი გაიხსნება, თუმცა კონკრეტული რეგულაციები უცნობია და ამ საკითხებზე ადმინისტრაციას სექტორთან კომუნიკაცია არ ჰქონია.

ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას საერთაშორისო მოგზაურების შესახებ ნოემბრის მონაცემები ჯერ არ გამოუქვეყნებია. ოქტომბრის მონაცემებით ქვეყანაში 2019 წელთან შედარებით 69%-ით ნაკლები ვიზიტი განხორციელდა. 2021 წლის ოქტომბერში საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ კი 205 680 შეადგინა.