მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ზამთრის კურორტებზე წყლის პრობლემა აღარ არის" - მაია ცქიტიშვილი

5fdb419536788
ინგა მურუსიძე
17.12.20 15:39
952
თუ პანდამიამ მოგვცა შესაძლებლობა, რომ სამთო-სათხილამურო კურორტები გავხსნათ, მოქალაქეებს წყლის პრობლემა აღარ ექნებათ, - ამის შესახებ რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, მაია ცქიტიშვილმა განაცხადა. მან დღეს პროგრამის „მთავრობის ანგარიში მოქალაქეებს“ ფარგლებში საზოგადოებას გაწეული საქმიანობის ანგარიში წარუდგინა.

„გუდაურსა და ბაკურიანში განსაკუთრებული პრობლემები იყო წყალმომარაგებასთან დაკავშირებით. წელს ეს სამუშაოები დასრულდა. უკვე მზად არის გუდაურის ხელოვნური გათოვლიანების სისტემა. თუ პანდემია მოგვცემს საშუალებას, რომ წელს სამთო-სათხილამურო კურორტი გავხსნათ, ჩვენს დამსვენებელს ეს პრობლემა აღარ ექნება“,- განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

საქმე ისაა, რომ გასულ წელს 31 დეკემბერს გუდაურსა და ბაკურიანში წყალი გაწყდა და დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში ამ მხრივ სერიოზული პრობლემა შეუქმნა როგორც დამსვენებელს, ასევე ადგილობრივებს. მაშინ დამსვენებლების ნაწილმა კურორტები საერთოდ დატოვა.

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის გენერალური დირექტორი ეკა გალდავა აცხადებდა, რომ მთავარი მიზეზი, რის გამოც წყლის დეფიციტი შეიქმნა, კომპანიის სათავე ნაგებობაში წყლის მიწოდების მკვეთრი შემცირება იყო. აღნიშნული პრობლემის შესახებ პრემიერმა გიორგი გახარიამაც ისაუბრა და შესაბამის პირებს, საკითხის მოგვარება დაავალა.