მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ზამთრის სეზონი რომ გავაფუჭეთ, რა მოვიგეთ ამით?!“ - საბა კიკნაძე

608855de68f92
მარიამ ადამია
27.04.21 23:41
643
„არსებული რეგულაციები ტურიზმის სექტორისთვის დამღუპველია, ზამთრის სეზონი რომ გავაფუჭეთ, რა მოვიგეთ ამით?!“ - ამის შესახებ გადაცემა „საქმიან დილაში“, ტურისტული კომპანია Caucasus Travel-ის დამფუძნებელმა, საბა კიკნაძემ ისაურა და აღნიშნა, რომ დღეს ტურიზმის სექტორში მდგომარეობა  დამძიმებულია.

„ზამთრის სეზონი რომ არ გაგვეფუჭებინა და ფრთხილად გვემუშავა, რა დაშავდებოდა? მთელმა მსოფლიომ იმუშავა, რა თქმა უნდა, წესების დაცვით. ჩვენ ვიყავით ერთ-ერთი გამონაკლისი, სადაც დავადეთ დიდი ურდული კურორტებს და ამით ძალიან ბევრ ადამიანს ცხოვრება ავურიეთ, რადგან მათი შემოსავლის წყარო სწორედ ტურიზმის სექტორი და კონკრეტულად ზამთრის სეზონი იყო,“ - აღნიშნა საბა კიკნაძემ.

რაც შეეხება ზაფხულის ტურისტულ სეზონს, Caucasus Travel-ის დამფუძნებელის თქმით,  საერთაშორისო ტურისტების მხრიდან საქართველოში მოგზაურობაზე დაინტერესება არის, მაგრამ არსებული გაურკვევლობა არა მარტო ჩვენს ქვეყანაში, არამედ მსოფლიოში, დაგეგმვის შესაძლებლობას არ იძლევა.

„არ ველოდები რომ წელს საგრძნობლად უკეთესი სეზონი იქნება. შეიძლება იყოს გარკვეული წინსვლა, მოძრაობა და იქნება კიდევაც, თუმცა ეს არის მოთელვა და ვაღიაროთ, რომ ესეც კარგია და წინსვლაა ჩვენთვის. თუმცა არც იმას გამოვრიცხავ, რომ წელს უფრო მეტი გაკოტრებული კომპანია ამოტივტივდეს ბაზარზე,“ - განაცხადა საბა კიკნაძემ.