საქართველოს განვითარების შეუქცევადი გზა, უპირველესად, ზღვის ეკონომიკური და პოლიტიკური ათვისებაა და ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც ამ პროცესს აჩერებს, არის უკეთეს შემთხვევაში, სახიფათო უვიცობა, - ასე აფასებს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე ანაკლიის პორტის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებს. ქადაგიძე საქართველოს მომავალ მთავრობას მიმართავს და 5 ფაქტზე მიუთითებს.
"5 ფაქტი მომავალ მთავრობას: 1. მსოფლიო ვაჭრობის თითქმის 90% ხორციელდება საზღვაო გადაზიდვების მეშვეობით; 2. მეგა ქალაქების აბსოლუტური უმეტესობა ზღვისპირა ქალაქებია; 3. მსოფლიო დოვლათის მნიშვნელოვანი ნაწილი იქმნება ზღვისპირა ქალაქებში; 4. მსოფლიო მოსახლეობის თითქმის ნახევარი ცხოვრობს ზღვიდან 100 კმ რადიუსში და ეს რიცხვი მუდმივად იზრდება; 5. ქვეყნისთვის, რომლის ორ უშუალო მეზობელს და მთლიანად ცენტრალურ აზიას არ აქვს ზღვაზე გასასვლელი, განვითარებული ზღვისპირეთი არის დოვლათის შექმნის, გამდიდრების და სიღატაკიდან თავის დაღწევის ყველაზე სწრაფი გზა;
საქართველოს მოსახლეობის 10%–ზე ნაკლები ცხოვრობს ზღვისპირეთში, განუვითარებელია როგორც საპორტო, ასევე დამაკავშირებელი სარკინიგზო ინფრასტრუქტურა, შესაბამისად, აუთვისებელია მსოფლიო დოვლათთან გასასვლელი ჩვენი მთავარი კარიბჭე.
საქართველოს განვითარების შეუქცევადი გზა, ეს არის უპირველესად ზღვის ეკონომიკური და პოლიტიკური ათვისება. ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც ამ პროცესს აჩერებს, არის უკეთეს შემთხვევაში, სახიფათო უვიცობა", - წერს ქადაგიძე სოციალურ ქსელში.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
გერმანიაში წასვლის მსურველი 91 616 მოქალაქეა დარეგისტრირებული - რამდენი შეძლებს წასვლას?
„ექსპორტით ხუთ წელში $2 მლრდ-ის შემოტანა შემიძლია“ – რა სირთულეებს აწყდება Glenberries-ი
მიმართულებები, რომელსაც ორშაბათიდან ახალი მიკროავტობუსები მოემსახურება
როგორ დავსაქმდეთ გერმანიაში ლეგალურად? - რეგისტრაცია დღეს იწყება
"ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკის გახსნაა" - "სილქნეტი" 2020 წელს აფასებს
„თბილისის მიკროავტობუსი“ განცხადებას ავრცელებს
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
Leavingstone-ის კლიენტები Netflix-ი და Siemens-ი გახდნენ - კომპანია ბერლინში ოფისის გახსნას გეგმავს
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?