მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ზღვისპირეთში ე.წ. კოიკების დაქირავების დრო დაბრუნდა" - ალავერდაშვილი

5f292f7ab3fa1
ინგა მურუსიძე
04.08.20 17:00
1344
ზღვისპირეთში დაბრუნდა ე.წ. კოიკების დაქირავების დრო და ფასები 5-დან 10 ლარამდე მერყეობს, - ამის შესახებ სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის პრეზიდენტმა შალვა ალავერდაშვილმა განაცხადა. მისი შეფასებით, დღევანდელი მონაცემებით, საზღვაო კურორტები 1995-1997 წლების პერიოდს დაუბრუნდა.

„რეალურად, სულ რამდენიმე სასტუმრო მუშაობს, პატარა სასტუმროები და გესთჰაუები ძირითადად გადასულია ქრთველების მომსახურეობაზე, რაც ძალიან ცოტაა. ფასები არის იმდენად დაკლებული, რომ კერძო სექტორში, კერძო სახლებში არის ე.წ. კოიკების დაქირავების დრო, სადაც 50-დან 10 ლარამდეა განთავსების ღირებულება ადამიანზე. ეს არ ყოფილა 90-იანი წლების შემდეგ, თუმცა სექტორს სხვა გამოსავალი არ აქვს.

რაც შეეხება მთის კურორტებს, ისინი შედარებით უკეთესად მუშაობს, თუმცა ძალიან გაუჭირდა მაგალითად მესტიას და ყაზბეგს, იმიტომ, რომ ისინი ტურისტულად იყო განვითარებული და შესაბამისად, უცხოელი ტურისტები ძალიან დააკლდა. შედარებით უკეთესი მდგომარეობაა რაჭაში, მთა-თუშეთში და ა.შ." - განაცხადა ალავერდაშვილმა.