დღეიდან სავაჭრო ცენტრების მუშაობა აიკრძალა. შოურუმების მეშვეობით პროდუქციის გაყიდვა შეზღუდულია ყველა სავაჭრო ობიექტისთვის, რამდენიმე გამონაკლისის გარდა. მათ შორის არის სამეურნეო მაღაზიები, რომლებიც მუშაობის გაგრძელებას დისტანციურად გეგმავენ, თუმცა თანამშრომლების ტრანსპორტირებაზე ზრუნვა თავად მოუწევთ, რადგან დღეიდან არც მუნიციპალური ტრანსპორტი მუშაობს.
საკითხზე BM.GE-ს „ზოდის“ აღმასრულებელი დირექტორი, ჯაბა ფუტკარაძე ესაუბრა. მისი ინფორმაციით, ერთადერთი შოურუმი, რომელიც ღია რჩება, მარნეულში მდებარეობს:
„28 ნოემბრიდან „ზოდის“ შოურუმები თბილისში, ბათუმსა და გორში იკეტება და არსებული რეგულაციების შესაბამისად გადავა დისტანციურ რეჟიმზე, თუმცა „ზოდის“ ქვის საწარმო და საწყობები გააგრძელებენ მუშაობას. შესაბამისად, შევძლებთ მოვემსახუროთ საცალო და კორპორატიულ მომხმარებლებს, რომლებიც დისტანციურად შეიძენენ პროდუქციას დისტანციური გაყიდვების აგენტების დახმარებით“, - აცხადებს ფუტკარაძე.
მისი ინფორმაციით, კომპანიამ წინა ლოქდაუნის პერიოდში თანამშრომლების სრული გუნდის შენარჩუნება შეძლო და ამ ეტაპზეც არ იგეგმება შრომითი ხელშეკრულებების შეწყვეტა.
„ზოდი ყველა რესურსს გამოიყენებს, რომ თანამშრომელთა ის ნაწილი, რომელიც სამუშაო სპეციფიკიდან გამომდინარე ვერ დასაქმდება დისტანციურად, არ დარჩეს ანაზღაურების გარეშე. ცხადია, ეს ანაზღაურება იქნება არასრული, მაგრამ მნიშვნელოვანი ამ ურთულეს პერიოდში. გარდა ამისა, ქვის საწარმოში და საწყობებში დასაქმებული საჭირო რესურსის ტრანსპორტირებას „ზოდი“ უზრუნველყოფს, რაც კომპანიას თვეში მინიმუმ 10 000 ლარით გაუზრდის ხარჯებს“, - აცხადებს კომპანიის დირექტორი.
რაც შეეხება პროდუქციის რეალიზაციას, ფუტკარაძე ამბობს, რომ ლოქდაუნის პირველ ეტაპზე „ზოდი“ სრულად იყო გაჩერებული, ხოლო გახსნის შემდგომ გაყიდვები გასული წლის ანალოგიურ პერიოდს დაუბრუნდა.
„რთულია განვსაზღვოთ რა მასშტაბებს მოიცავს დისტანციური გაყიდვები, ან როდის შევძლებთ ლოქდაუნის შემდეგ თუნდაც 2019 წლის მაჩვენებელს დავუბრუნდეთ“, - ამბობს „ზოდის“ დირექტორი.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?
მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
თბილისში, ეზოები ნაგავშემკრები კონტეინერებისგან გათავისუფლდება - რას გულისხმობს პროექტი
გიორგი გახარია 200-ლარიანი კომპენსაციის მიღების მსურველ ოჯახებს მიმართავს
რა არ მიეკუთვნება ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს – ცვლილებები საგადასახადო კოდექსში
კახეთში ახალი სასტუმრო “ამპელო” გაიხსნა
კომპანია Sinohydro-მ საქართველოში კიდევ ერთი გზის მშენებლობა დაასრულა
„ფილიპ მორის საქართველო“: IQOS-ი საქართველოს ბაზარზე ოფიციალურად შემოდის