31.აგვისტო .2020 11:52

"ზოგიერთებივით მხოლოდ ფასადურ პიარს არ ვაკეთებთ" - გიორგი გახარია

views 646
უკან

"ზოგიერთებივით მხოლოდ ფასადურად პიარს არ ვაკეთებთ, ჩვენ რაღაცას ვაკეთებთ, შემდეგ მოვდივართ და გეუბნებით - მოდით, გავაგრძელოთ ერთად", - ამ სიტყვებით მიმართა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ხელვაჩაურში შეკრებილ მოსახლეობას, სადაც „ქართულმა ოცნებამ“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა.

გახარიას თქმით, ბევრი წამოწყება, რომელმაც კონკრეტული შედეგი მოუტანა თითოეულ მოქალაქეს, დასასრულებელია.

„ყველაზე მნიშვნელოვანია სამართლიანი სახელმწიფო, რომელიც აძლევს კეთილსინდისიერ მოქალაქეს შესაძლებლობას, ღირსეულად იშრომოს და არჩინოს თავისი ოჯახი - ეს არის სახელმწიფოს მთავარი ფუნქცია. ამასთან ერთად ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ სახელმწიფოს მოვალეობაა, პირველ რიგში, წესრიგში მოიყვანოს ინფრასტრუქტურა. აქ არ უნდა იყოს გაზმომარაგების პრობლემა, არ უნდა იყოს გზების და წყალმომარაგების პრობლემა. ბევრი საქმე დაწყებულია, დასრულებულიც, მაგრამ ბევრი გვაქვს დასასრულებელი - სკოლებია მოსაწესრიგებელი, გაზმომარაგება ბოლომდე მისაყვანი, წყალმომარაგება და ა.შ. - ეს არ ნიშნავს იმას, რომ პრობლემები დღეს აღმოვაჩინეთ. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ წლებია ამ პრობლემებზე ვმუშაობთ და ამას მოსახლეობა ხედავს, თუმცა ბევრი რამ არის გასაკეთებელი. ზოგიერთებივით ფასადურად პიარს არ ვაკეთებთ, ჩვენ რაღაცას ვაკეთებთ, შემდეგ მოვდივართ და გეუბნებით, მოდით გავაგრძელოთ“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა