მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ზოგჯერ პაციენტებს პალატის ხედი არ მოსწონთ ან სასტუმროში არ რჩებიან" - მინისტრი

5fbf9b67995c5
ინგა მურუსიძე
26.11.20 16:10
1000
ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ხშირად არის შემთხვევები, როცა პაციენტები უარს ამბობენ მოთავსდნენ კოვიდ-სასტუმროში ან რომელიმე კლინიკის პალატის ხედი არ მოსწონთ. როგორც მინისტრი ამბობს, აუცილებელია პაციენტებმა გამოიჩინონ დამყოლობა.

„ჩვენ ხშირად ვაკვირდებით მედიას და შემდეგ ცხელი ხაზის მეშვეობით ვუკავშირდებით ამა თუ იმ ადამიანს, რომელიც ამბობს, რომ ჰოსპიტალიზაცია სჭირდება. მაგრამ შემდეგ ჩნდება ხოლმე მოთხოვნები, მაგალითად უნდათ მოხვედრა კონკრეტულ საავადმყოფოში კონკრეტული ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ. არის შემთხვევები, როცა პაციენტს ხედი მოსწონს და ხედიც შესარჩევია.

მე ამით არ უარვყოფ იმას, რომ პრობლემები არის და კრიტიკული პაციენტების დაყოვნებაც ხდება, პრობლემას არ გავურბივარ, თუმცა ხშირია შემთხვევები, როცა პაციენტები მხოლოდ ემოციური მდგომარეობის გამო არიან კლინიკაში მოთავსებული და მკურნალობა არ სჭირდებათ“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ჯანდაცვის მინისტრის თქმით, ევროპულ ქვეყნებში ამოქმედებულია ფსიქოლოგიური დახმარების ცენტრები და ეს საქართველოშიც იგეგმება, რადგან სხვადასხა ქვეყნებში სუიციდის შემთხვევები მომრავლდა.

ტიკარაძის განცხადებით, ყველას ესმის ემოციური მდგომარეობის სიმძიმე, თუმცა ექიმებს მუშაობის საშუალება უნდა მიეცეთ.