08.მარტი .2021 12:09

"ზოგჯერ ვამბობ, რომ ამას ჯარიმა სჯობს“ - ლაშა პაპაშვილი ტაბელის წარმოებაზე

"ზოგჯერ ვამბობ, რომ ამას ჯარიმა სჯობს“ - ლაშა პაპაშვილი ტაბელის წარმოებაზე
views 1229
უკან

"ურთულესი თემაა და ზოგჯერ ვამბობ ხოლმე, რომ ამას ჯარიმა სჯობს",  - ასე აფასებს  ბიზნესმენი ლაშა პაპაშვილი ე.წ. ტაბელის ცხრილის წარმოების პროცესს, რომელიც დამსაქმებლებს 1 მარტიდან დაევალათ. 

კერძოდ, დამსაქმებელი ვალდებულია, სამუშაო დღეს წერილობით ან/და ელექტრონულად აღრიცხოს დასაქმებულთა მიერ ნამუშევარი დრო და სამუშაო დროის (ნამუშევარი საათების) აღრიცხვის ყოველთვიური დოკუმენტი გააცნოს დასაქმებულს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც, სამუშაოს ორგანიზების სპეციფიკიდან გამომდინარე, ეს შეუძლებელია. დასაქმებული უფლებამოსილია დამსაქმებლისგან მოითხოვოს მის მიერ ნამუშევარი საათების აღრიცხვის დოკუმენტ(ებ)ის გაცნობა.

სამუშაო დროის აღრიცხვის ფორმა, როგორც ყოველთვიური დოკუმენტი, საბოლოო წერილობითი ან/და ელექტრონული დოკუმენტის სახით შევსებული და ხელმოწერილი 1 წლის განმავლობაში ინახება დამსაქმებელთან ან მის მიერ განსაზღვრულ სტრუქტურულ ქვედანაყოფში/პირთან. 

კომპანია „რედიქსის“ დამფუძნებელი აღნიშნულ რეგულაციას ნაჩქარევს უწოდებს. ის თვლის, რომ "ტაბელის ცხრილის წარმოება ნელ-ნელა უნდა შემოსულიყო".

"ადამიანური რესურსი უნდა გაამსხვილო, რომ ყოველდღიურად აწეროს ხელი ამ ცხრილებზე. მე არ მგონია, რომ ევროკავშირში ასე იყოს... ყოველ შემთხვევაში, მსგავსი რამ მე არც ერთ ქვეყანაში შემხვედრია; შეიძლება, პროგრამულად არის უზრუნველყოფილი და „წკაპები“ აკეთებენ ამ ყველაფერს და ამას არანაირი „ტაბელობანა“ არ სჭირდება. აუციელებელია, რომ ტაბელი მივიღოთ, მაგრამ - თანდათან... შრომის ინპექციასთან შეხვედრაზე ჩემი იურისტები იყვნენ და ვუთხარით, რომ ეტაპობრივად უნდა მოხდეს ამის შემოტანა. პროცესი ონლაინ უნდა კონტროლდებოდეს და არა ინსპექტორები დადიოდნენ კომპანიებში“, - ამბობს ბიზნესმენი #Forbestalks-თან ინტერვიუში. 

ამასთან, ლაშა პაპაშვილმა შრომის ინსპექციის გაზრდილ უფლებამოსილებაზეც ისაუბრა. "უფრო ხშირია შრომის ინსპექტორების ვიზიტები... სასამართლო დავებიც არის ამაზე. მაგალითად, იყო შემთხვევა, როცა მშენებელი კი არ დააჯარიმეს, რომელიც აშენებს ობიექტს, არამედ - მე და რა შუაში ვარ?!", - აღნიშნა ბიზნესმენმა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა