დეველოპერული კომპანია „ვივა დეველოპმენტის“ ინფორმაციით, ზუგდიდში მშენებარე პროექტ „ვივა ზუგდიდში“ მ²-ის ფასი მწვანე კარკასის მდგომარეობით 850-დან 1000 დოლარამდე მერყეობს. როგორც გადაცემა „უძრავი ქონების პროსპექტში“ კომპანიის გაყიდვების ჯგუფის ხელმძღვანელმა ბექა ბულიამ განაცხადა, ზუგდიდში პროექტი მომხმარებლის მოთხოვნიდან გამომდინარე ხორციელდება.
კომპანიაში აცხადებენ, რომ სამომავლოდ კომპანია ინვესტირებას საქართველოს სხვა პატარა ქალაქებშიც გეგმავს.
„10 წელზე მეტია რაც „ვივა დეველოპმენტი“ ბაზარზე ოპერირებს და ამ დროის განმავლობაში ხშირად იყო კითხვები სოციალურ ქსელებში ვაპირებდით თუ არა რეგიონებში პროექტების განხორციელებას. აქედან გამომდინარე დავინტერესდით, ჩავატარეთ კვლევა და ზუგდიდი მოთხოვნადი ადგილი აღმოჩნდა.
გვინდოდა რეგიონშიო შეგვეტანა დეველოპმენტის კულტურა, ამიტომ ვიზრუნეთ გარემოზეც, ვიზუალზეც, ხარისხზეც. პროექტი მოიცავს როგორც კომერციულ, ისე საოფისე და საცხოვრებელ ფართს. არის ეზოც და ის ინფრასტრუქტურა, რაც მობინადრეს სრულყოფილი ცხოვრებისთვის სჭირდება.
ზუგდიდი არის სამეგრელო-ზემო სვანეთის გზა გასაყარზე და ვფიქრობთ, რომ შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარებით შესაძლებელია იმ ტურისტების მოზიდვა, რომლებიც 1-2 ღამით დარჩებიან ქალაქში.
ჩვენ პროექტში მყიდველები არიან როგორც ემიგრანტები, ისე ადგილობრივები, ახლად დაოჯახებული წყვილები, ვინც ფიქრობენ გაფართოებას და უკეთესს გარემოში ცხოვრებას. რაც შეეხება ფასებს, მწვანე კარკასის მდოგმარეობით ფასი 850 დოლარიდან იწყება და 1000 დოლარამდე მერყეობს. ეს არის კოსმეტიკურ რემონტამდე მიყვანილი კონდინცია.
სამომავლოდ განვიხილავთ სხვა რეგიონებს და ქალაქებს, თუმცა აქტიური მშენებლობა რეგიონებიდან ამჟამად მხოლოდ ზუგდიდში გვაქვს“, - განაცხადა ბექა ბულიამ.
გადაცემა „უძრავი ქონების პროსპექტში“ საუბრისას თიბისი კაპიტალის უფროსმა ასოცირებულმა მკვლევარმა გიორგი მჟავანაძემ განაცხადა, რომ თუკი თბილისში საცხოვრებელ უძრავ ქონებაზე, საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი კვ.მ-ზე 1 070, ბათუმში კი 930$-ია, ზუგდიდის და თელავის შემთხვევაში 700$-ს, ქუთაისსა და რუსთავში კი 600$-ის ფარგლებში მერყეობს. გიორგი მჟავანაძე განმარტავს, რომ ზუგდიდში და თელავში მაღალ ფასს ბაზრის მცირე ზომა განაპირობებს, სადაც პრემიუმ სეგმენტზე გათვლილი ერთეული პროექტებიც კი საშუალო ფასს ზრდის.
რაც შეეხება მოთხოვნას, თიბისი კაპიტალში აცხადებენ, რომ ზუგდიდში 2022 წელს გაყიდვები 50%-ით გაიზარდა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რუსეთის გარდა, რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს 1-წლიანი უვიზო რეჟიმი? - სია
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი