მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ზუმერი": პანდემიამ დისტანციურად მუშაობისთვის საჭირო პროდუქტებზე მოთხოვნა გაზარდა

5f55e07d55c10
ვიქტორია მღებრიშვილი
07.09.20 11:45
1587
"პანდემიამ მომხმარებლის ქცევა მცირედით დააკორექტირა", - ასე აფასებენ „ზუმერში“ პანდემიის გავლენას სმარტფონების ბაზარზე არსებულ გაყიდვებზე.

როგორც კომპანიის მარკეტინგის მენეჯერი ეთო მერებაშვილი BM.GE-ისთან საუბრისას აცხადებს, მიმდინარე წელს ბიუჯეტურ ტელეფონებზე მოთხოვნა განსაკუთრებით გაიზარდა.

„ბოლო წლების მანძილზე საშუალო საფასო კატეგორიის სმარტფონებზე მოთხოვნის მზარდი ტრენდი აღინიშნება, მიმდინარე წელს კი უფრო მეტად მოიმატა ბიუჯეტურ სმარტფონებზე მოთხოვნამ. ამის მიზეზი შეიძლება ისიც იყოს, რომ სმარტფონი აღარაა ფუფუნების საგანი და ფართო მოხმარების პროდუქტად იქცა, თუმცა პანდემიამ მაინც თავისი კვალი დაამჩნია საფასო სეგმენტების გადანაწილებას“, - უთხრა BM.GE-ის ეთო მერებაშვილმა.

ამასთან, „ზუმერის“ მარკეტინგის დირექტორმა აღნიშნა, პანდემიამ მოთხოვნა ისეთ პროდუქტებზე გაზარდა, რაც დისტანციურად მუშაობისთვის აუცილებელია.

„გასული წლების მანძილზე ელექტრონული კომერციის წილი გაყიდვებში თანდათან იზრდებოდა, მიმდინარე წელი კი გარდამტეხი აღმოჩნდა. პანდემიის პერიოდში დრამატულად გაიზარდა ონლაინვაჭრობაზე მოთხოვნა, ლოქდაუნის დასრულების შემდეგ კი, ონლაინ ვაჭრობის წილი დიდად არ შემცირებულა“, - განმარტა კომპანიის მარკეტინგის დირექტორმა.