მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ზუსტი რეკომენდაციების არარსებობის გამო გიდები ტურისტებითვის ჯავშნებს ვერ აკეთებენ"

5ed0c7a584686
ანა ჯოხაძე
29.05.20 13:15
1210

“მნიშვნელოვანია რეგულაციები ძალიან სწრაფად იყოს წარმოდგენილი”- ამის შესახებ ტურიზმის ექსპერტმა ალექსანდრე გიორგაძემ BM.GE-ის განუცხადა. როგორც გიორგაძე ამბობს, მათთვის ამ დრომდე უცნობია იმ სავალდებულოდ შესასრულებელი წესების შესახებ, რომლის მიხედვითაც ისინი 1 ივლისიდან ტურისტების მასპინძლობას შეძლებენ. ასევე უცნობია იმ ქვეყნების ჩამონათვალი, ვისთვისაც საქართველო პირველ ეტაპზე გახსნება, რაც ჯავშნების მიღების პროცესს აფერხებს.

“ვთხოვთ ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას და სახელმწიფოს, რომ გვითხრან ვის ესაუბრებიან. ჩვენ ვიცით დაზუსტებით ისრაელი, ვიცით ბალტიისპირეთის ქვეყნები, შეიძლება საუბარია იაპონიაზე, ავსტრიაზე. გასაგებია, მაგრამ ჩვენ გვინდა კონკრეტულად ვიცოდეთ ჩამონათვალი, რადგან შეკვეთები, რომლებიც შემოგვდის ახლა შემოდგომის სეზონზე, ჩვენ ვერ ვეუბნებით ვერაფერს.

ძალიან მნიშვნელოვანია ასევე საქმიანობის განახლებისთვის საჭირო რეგულაციები ძალიან სწრაფად იყოს წარმოდგენილი. 15 კაციანი შეკვეთა მივიღე ოქტომბრის თვეზე, თუმცა ვერ ვაკეთებ გათვლებს, რადგან არ ვიცი ამ ადამიანებს მინი ავტობუსში ჩავსვავ თუ მომიწევს ავტობუსის დაქირავება; ერთი გიდის დაქირავება მომიწევს, თუ ორის” -ამბობს ტურიზმის ექსპერტი ალექსანდრე გიორგაძე.

 

 შეგახსენებთ, საქართველო საერთაშორისო ვიზიტორებს 1 ივლისიდან მიიღებს. შიდა ტურიზმისთვის ქვეყანა კი 15 ივნისიდან იხსნება.