მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქუთაისი-ამბროლაურის გზაზე სატრანსპორტო მოძრაობა შეზღუდულია

5de7e4c5d8828
BM.GE
04.12.19 20:52
878
ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის ს/გზის კმ35-კმ38 მონაკვეთზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია, - ამის შესახებ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი იტყობინება.

კერძოდ, უწყების ინფორმაციით, თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ35-კმ38 მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.