მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქუთაისი-შიმკენტის მიმართულებით პირდაპირი ფრენები განახლდება

623469f0e30c0
მარიამ ვარადაშვილი
18.03.22 15:16
686

აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, შიმკენტი-ქუთაისი მიმართულებით პირდაპირი ფრენები განახლდება. ფრენებს ყაზახური ბიუჯეტური ავიაკომპანია FlysArystan შეასრულებს. 

სახელმწიფო კომპანიის ცნობითვე, შიმკენტი მეოთხე მიმართულებაა, სადაც ქუთაისის აეროპორტიდან ყაზახეთში მოხვედრა ხვალიდან კვირაში ორი სიხშირით, ოთხშაბათსა და შაბათს კვლავ იქნება შესაძლებელი. 

შიმკენტი-ქუთაისის მიმართულებით ფრენები ნოემბერში შეჩერდა და ზამთრის სანავიგაციო სეზონის ბოლოდან კვლავ აღდგება. FlyArystan დღეისთვის ქუთაისის მიმართულებით ფრენებს ასრულებს ​ატირაუდან, აქტაუდან და ნურ-სულთანიდან. ჯამურად, ყაზახეთის მიმართულებით ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ამ ეტაპზე, ფრენები კვირაში 12 სიხშირით სრულდება. 

"ცენტრალური აზია სრულიად ახალი მიმართლებაა ქუთაისის აეროპორტისთვის და ზოგადად, იმერეთის მხარისთვის. ავიაკომპანია FlyArystan-მა 2021 წელს დაიწყო ოპერირება დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში და დღემდე წარმატებით ოპერირებს. გასული წლის განმავლობაში ქუთაისიდან ყაზახეთის მიმართულებით და პირიქით, ავიაკომპანიამ 67 551 მგზავრი გადაიყვანა და 297 რეისი შეასრულა”, - აცხადებენ აეროპორტების გაერთიანებაში.