17.თებერვალი .2016 10:49

ქუთაისიდან ბერლინის, მილანისა და მიუნხენის მიმართულებით ფრენა 39 ევროდან იქნება შესაძლებელი

views 6751
უკან

ავიაკომპანია "ვიზეარი" ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ევროპისკენ შვიდ ახალ მიმართულებას ამატებს. ფრენები დაიწყება ქუთაისი-მილანი, ქუთაისი-ბერლინი, ქუთაისი-მიუნხენი, ქუთაისი-დორტმუნდი, ქუთაისი-სოფია, ქუთაისი-ლარნაკა, ქუთაისი-სალონიკის მიმართულებით.
 
მიუნხენისა და ბერლინის მიმართულებით ფრენები 23 სექტემბრიდან დაიწყება და ბილეთის მინიმალური ფასი 39.9 ევრო იქნება. რეისები, კვირაში ორჯერ, ორშაბათსა და პარასკევს განხორციელდება.

მილანისა და დორტმუნდის მიმართულება აეროპორტს 25 სექტემბერს დაემატება და მისი მინიმალური ღირებულებაც 39,9 ევრო იქნება.

სალონიკის და სოფიას მიმართულებით ფრენები 24 სექტემბრიდან დაიწყება და ბილეთის მინიმალური ღირებულება 29,9 ევრო იქნება.

ლარნაკას მიმართულებით, ფრენის მინიმალური ღირებულება 24,9 ევრო იქნება.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა