მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქუთაისიდან ფრენების დაწყებაზე Eurowings-თან მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ - ქარქაშაძე

63f61cbc5006b
მარიამ ვარადაშვილი
22.02.23 17:49
834
აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელის, ირაკლი ქარქაშაძის ინფორმაციით, ბიუჯეტურ ავიაკომპანიასთან Eurowings-თან ქუთაისიდან ფრენების დაწყებაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

კომპანია საქართველოს ავიაბაზარზე 2021 წელს შემოვიდა და ამ ეტაპზე მხოლოდ თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ასრულებს ფრენებს. გასულ წელს კი კიდევ ერთი ახალი მიმართულება შტუტგარტი დაამატა.

"გერმანია ისტორიულად ჩვენი ყველაზე სტრატეგიული მიმართულებაა. ზაფხულის სეზონისთვის გერმანიის 9 ქალაქის მიმართულებით გვექნება პირდაპირი რეგულარული ფრენა, როგორც თბილისის, ისე ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან. მოხარულები ვიქნებით, თუ უახლოეს მომავალში Eurowings ფრენებს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდანაც დაიწყებს, რაზეც აქტიურ მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ", - განაცხადა ქარქაშაძემ.