2023 წლიდან თელ-ავივიდან, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ფრენების დაწყების მიზნით საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორმა ისრაელში მაღალი დონის შეხვედრები გამართა.
თამარ არჩუაძე თელ-ავივში ავიაკომპანია EL AL el Israel Airlines-და Sun D'Or International Airlines ხელმძღვანელობას შეხვდა. შეხვედრები გაიმართა ასევე, ისრაელის სააეროპორტო ხელისუფლებასთან, რომლის ოპერირებაშიც ბენ გურიონისა და რამონის აეროპორტებია. გენერალურ დირექტორ ჰაგი ტოპოლანსკისთან საუბრის მთავარი თემა ისრაელის ქალაქებიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით პირდაპირი რეისების დაწყება იყო.
"საქართველო ისრაელში ძალიან პოპულარული ტურისტული მიმართულებაა., ისევე როგორც ისრაელი ჩვენი მოქალაქეებისთვის. განსაკუთრებით, კი პილიგრიმული ტურიზმის მიმართულებით. ისრაელის ავიაკომპანიები ჩვენი ქვეყნის ორ საერთაშორისო აეროპორტში კვირაში საშუალოდ 37 სიხშირით წარმატებით დაფრინავენ. იცით, რომ ევროპულ მიმართულებებთან ერთად ჩვენთვის პრიორიტეტია ახლო აღმოსავლეთთან პირდაპირი საჰაერო მიმოსვლაც. ჩვენი შეხვედრების მიზანი უახლოეს მომავალში მათი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ფრენების დაწყების დაინტერესება იყო, რისი სურვილი და მზაობაც მათი მხრიდან დიდია", - განაცხადა თამარ არჩუაძემ.
ისრაელის სააეროპორტო ხელისუფლებასთან შეხვედრისას საუბარი გაიმართა თელ-ავივისა და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტების შესაძლებლობებზე. შეხვედრას საქართველოს ელჩი ისრაელის სახელმწიფოში ლაშა ჟვანია დაესწრო.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
პატარძეულთან ახლოს, ნავთობის ახალი მარაგებია აღმოჩენილი - Block Energy
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი
საქართველომ ტრაილერების გატარებით რეკორდული შემოსავალი მიიღო
"ვფიქრობ, ქარხნებიც გადმოვა საქართველოში" - ოსმან ჩალიშქან-მჟავანაძე დიაგონალური კუმულაციის მოსალოდნელ შედეგებზე
რა ნიშნულს შეინარჩუნებს ლარი? - პაპავას პროგნოზი
საქართველო ერთიანი ევრო გადახდის სივრცეში გეგმავს გაწევრიანებას - პრემიერი
თბილისის მოსახლეობის ნაწილს წყალმომარაგება 34 საათით შეუწყდება
„შეიძლება რამდენიმე თვეში გუდა-ნაბადი ავიკრა და ქვეყნიდან წავიდე“ - გურამ ბაღდოშვილი
1 აგვისტოდან სახელმწიფო კლინიკებში მინიმალური ანაზღაურების სისტემა ამოქმედდება - მინისტრი