მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქუთაისის აეროპორტიდან ქუთაისის მიმართულებით ე.წ. Shuttle bus-ები იმოძრავებს – გახარია

5eda966aacf74
BM.GE
05.06.20 22:58
2122
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ქუთაისის მიმართულებით ე.წ. Shuttle bus-ები იმოძრავებს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს იმერეთის რეგიონში, ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებთან გამართული შეხვედრის შემდეგ შესაბამისი კითხვის პასუხად განუცხადა.

„მოვაგვარეთ ეს, შევთანხმდით და „შატლები“ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ქუთაისის მიმართულებით იმოძრავებს, ისევე როგორც რკინიგზის სადგური გარემონტდება, რომელიც 1.5 კმ.-ით არის დაშორებული აეროპორტიდან და ქალაქისთვისაც კარგი იქნება, იმ „შატლს“ დაუკავშირდება ეს რკინიგზის სადგურიც და ჩვენი შტადლერები, რომლებიც მოძრაობს, ქუთაისშიც გაჩერდება.“- აღნიშნა პრემიერმა.

როგორც "საქართველოს აეროპორტების გაერთიანების" დირექტორმა თამარ არჩუაძემ განაცხადა, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი მალე საათში 1200 მგზავრის გატარებას შეძლებს.

"დასრულდა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ახალი ტერმინალის მეორე ფაზით გათვალისწინებული სამშენებლო სამუშაოები. მოეწყო ახალი სამგზავრო ტერმინალის ტერასა და სასეირნო ბილიკები უნიკალური მწვანე გადახურვით. დასრულდა ასევე, ფასადის, ვიტრაჟებისა და სახურავის მოწყობის სამუშაოები. ამჟამად ვიწყებთ სარემონტო სამუშაოებს, რომელიც COVID-19-ის პანდემიის გამო დროებით შეჩერებული იყო. ახალი ტერმინალის სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ კი იგივე პროცესი განხორციელდება არსებულ ტერმინალშიც. რის შემდეგაც ახალი და ძველი ტერმინალების შეერთება დაიწყება და ქუთაისს ექნება განახლებული, 4 სართულიანი აეროპორტი ერთი საერთო ტერმინალით, მოფრენისა და გაფრენის დარბაზებით და ყველა იმ აღჭურვილობით, რომელიც ოპერირებისთვის არის საჭირო", – განაცხადა თამარ არჩუაძემ.