28.იანვარი .2020 16:10

ქუთაისის აეროპორტის გასარემონტებლად 11.6 მილიონი ლარის დახარჯვა იგეგმება

views 323
უკან

საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ახალი და ძველი ტერმინალის ინტერიერის სარემონტო სამუშოები იგეგმება.

შესაბამისი ტენდერი სახელმწიფო შესყიდვების ვებგვერდზე 2019 წლის 31 დეკემბერს გამოქვეყნდა, ტენდერში წინადადებების მიღება 2020 წლის 3 თებერვალს სრულდება. 

ტენდერის სავარაუდო ღირებულება 11,661,920 ლარს შეადგენს. 

სახელმწიფო შესყიდვების ვებგვერდის მიხედვით, ტენდერით აეროპორტის ტერმინალის ინტერიერი სრულად უნდა გარემონტდეს - დამონტაჟდეს ახალი განათების სისტემა, დამონტაჟდეს კედლის პანელები, დამონტაჟდეს ლიფტები და ესკალატორები და ჩატარდეს სხვა სამუშაოები.