05.ოქტომბერი .2022 17:14

ქუთაისის აეროპორტის რეაბილიტაციის გამო, ავიარეისები თბილისიდან შესრულდება - არჩუაძე

ქუთაისის აეროპორტის რეაბილიტაციის გამო, ავიარეისები თბილისიდან შესრულდება - არჩუაძე
views 779
უკან

10 ოქტომბრიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ასაფრენ-დასაფრენი ზოლის რეაბილიტაციის გამო ორი კვირით დაიხურება. როგორც აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელი თამარ არჩუაძე ამბობს, მგზავრებს თბილისის აეროპორტში გადაიყვანენ.

“ორკვირიანი სამუშაოების დასრულების შემდეგ, კვირაში 2-2 დღე 12 საათიანი დახურვით სამუშაოები გაგრძელდება. ეს დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენად მოესწრება სამუშაოს სრულად დასრულება ამ ორკვირიანი დახურვის ეტაპზე. რაც შეეხება მგზავრებს, საერთაშორისო აეროპორტის დახურვა არ არის მარტივი პროცესი. ამიტომ, წლის დასაწყისში ავიაკომპანიებთან მოლაპარაკება გვქონდა და მათ საკუთარი განრიგები გადაალაგეს. კომპანიები თბილისის აეროპორტში გადმოვლენ. აქედან გამომდინარე, ფრენები თბილისის აეროპორტიდან შესრულდება. ჩვენი თანამშრომლებიც თბილისის აეროპორტში გადმოვლენ, რათა დავეხმაროთ აეროპორტს წარმატებით შესრულდეს ეს ორკვირიანი გადმობარგება”,-ამბობს არჩუაძე.

კითხვაზე აისახა თუ აეროპორტის ცვლილება ბილეთების ფასზე არჩუაძე პასუხობს, რომ ამ ფაქტორს ფასზე გავლენა არ ექნება.

ქუთაისის აეროპორტის გეგმიურ სააეროდრომო რეაბილიტაციასთან დაკავშირებით აეროპორტების გაერთიანებამ 8 მლნ ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა. რეაბილიტაცია სრულად კომპანიის შემოსავლებით განხორციელდება.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა