მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქუთაისის აეროპორტისთვის ფრენების გამოსახვის და გახმოვანების სისტემის შესყიდვა იგეგმება

5f4767de3f761
თამთა ჯიჯავაძე
27.08.20 12:09
2508
საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ ქუთაისის აეროპორტში საინფორმაციო სისტემების, კერძოდ, ფრენების გამოსახვის საინფორმაციო სისტემის (FIDS) და გახმოვანების სისტემის (PAS) შესყიდვის მიზნით ელექტრონული პროცედურა გამოაცხადა.

შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 2 460 560 ლარია.

როგორც შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზეა აღნიშნული, წინადადების მიღება 25 აგვისტოს დაიწყო და დღეს, 27 აგვისტოს სრულდება.

დოკუმენტაციის მიხედვით, მიმწოდებელს უნდა ჰქონდეს 2010 წლიდან დღემდე მსგავსი მიწოდების გამოცდილება და უნდა წარადგინოს არანაკლებ 3 განხორციელებული მსგავსი მასშტაბის პროექტი. მსგავსი მასშტაბის პროექტი გულისხმობს ისეთ პროექტს, რომელიც განხორციელებულია საერთაშორისო აეროპორტში, რკინიგზის ან სხვა სატრანსპორტო დანიშნულების სადგურზე, დიდ სავაჭრო ცენტრში, რაიმე მსხვილი ორგანიზაციის ან სახელმწიფო სტრუქტურის შენობაში, რომლის გაბარიტები შეადგენს არანაკლებ 2 სართულს და რომელშიც გამოყენებულია არანაკლებ 30 მონიტორი (FIDS-ის შემთხვევაში) და არანაკლებ 80 ხმამაღლამოლაპარაკე (PAS შემთხვევაში).

ამასთან, შესყიდვის ობიექტის მიწოდება თანმდევი მონტაჟით უნდა განხორციელდეს შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების გაფორმებიდან ჯამურად არაუმეტეს 280 დღის ვადაში. აქედან მონტაჟის და სისტემურად გამართვის I ეტაპი უნდა განხორციელდეს ახალ ტერმინალში - ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 120 დღის ვადაში. II ეტაპი უნდა განხორციელდეს ძველ ტერმინალში - ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 240 დღის ვადაში. დარჩენილი დღეები გამოყენებული უნდა იქნას სისტემის ხარვეზების გამართვის, ტესტირებებისა და დამკვეთის მიერ მოთხოვნილი ფუნქციონალის განხორციელებისთვის.

ცნობისთვის, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ამჟამად რეისები არ სრულდება. პანდემიის შემდეგ აეროპორტმა მხოლოდ ერთი რეისი მიიღო. ეს იყო 28 ივლისს Wizz Air-ის სპეცრეისი ათენიდან.