მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქუთაისის აეროპორტში მანქანის გაქირავების სერვისი ამოქმედდება

63931e0899509
BM.GE
09.12.22 16:09
691
14 დეკემბრიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს ახალი სერვისი ე.წ. CAR RENTAL - მანქანის გაქირავება ემატება. აეროპორტის მგზავრებს შესაბამის სერვისს საერთაშორისო კორპორაცია Enterprise გაუწევს.

აეროპორტების გაერთიანების ცნობითვე, კომპანია ქუთაისის აეროპორტში სამი ქვებრენდით იქნება წარმოდგენილი. ALAMO - ქუთაისის აეროპორტის მგზავრებს ბიუჯეტურ ავტომობილებს შესთავაზებს, ENTERPRISE rent a car - საბაზისოს, ხოლო NATIONAL პრემიუმ კლასის ავტომობილებს. კომპანიის სერვისით სარგებლობა მგზავრებს ჩამოფრენის დარბაზში შეეძლებათ.

"მანქანის გაქირავების სერვისი ჩვენს აეროპორტში კოვიდამდე გვქონდა, თუმცა პანდემიის შემდეგ, განახლებულ აეროპორტში აუქციონის გზით ახალი, საერთაშორისო ამერიკული კორპორაცია ENTERPRISE შემოგვყავს",-აეროპორტების გაერთიანების დირექტორმა თამარ არჩუაძემ.

კორპორაცია ENTERPRISE 65 წლის წინ ამერიკის შეერთებულ შტატებში დაარსდა. დღეის მდგომარეობით კომპანია წარმოდგენილია 100 ზე მეტ ქვეყანაში 9,500 ზე მეტი ლოკაციით, დასაქმებული ჰყავს 80,000 მდე ადამიანი და ფლობს 1.7 მლნ-ზე მეტ სატრანსპორტო საშუალებას. საქართველოში კომპანია 2017 წლიდან ოპერირებს და ჰოლდინგში შემავალი სამივე ბრენდით არის წარმოდგენილი.