მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქუთაისის აეროპორტში „მინისოს“ მაღაზია გაიხსნა

62f377f7322f0
BM.GE
10.08.22 13:25
1146
უკვე მე-7 წელია, საქართველოს ბაზარზე „მინისო“ გამოჩნდა. ამ დროის განმავლობაში, მინისოს მაღაზიათა ქსელი მთელი ქვეყნის მასშტაბით, ყოველწლიურად ფართოვდებოდა, ახლა კი, ბრენდის მე-20 ფილიალი ქუთაისის აეროპორტში გაიხსნა.

აღსანიშნავია, რომ ეს ფაქტი „მინისოს“ მაღაზიის ამ ლოკაციაზე გახსნის პირველი პრეცედენტია. მიუხედავად იმისა, რომ ბრენდი მსოფლიოში 100-ზე მეტ ქვეყანაში, 5 000-ზე მეტი მაღაზიითაა წარმოდგენილი, ქსელის არცერთი სხვა ფილიალი აეროპორტში არ მდებარეობს.

„მინისოს“ დახლები 10 კატეგორიის პროდუქციას და სხვადასხვა ქვეყნის წარმოების 10,000-ზე მეტი დასახელების ნივთს აერთიანებს. მათ შორისაა სამოგზაურო აქსესუარები, სეზონური ნივთები და საჩუქრები ყველა ასაკის თუ გემოვნების ადამიანისთვის. ამავდროულად, „მინისო“ გამოირჩევა საინტერესო კოლაბორაციებით ისეთ ბრენდებთან, როგორებიცაა: Marvel, Disney, Toy Story, Sanrio, Hello Kitty და სხვ.





„ჩვენს ქსელში სამოგზაურო აქსესუარები ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა — მინისოში აღმოაჩენთ ყველა ნივთს, რაც მოგზაურობისთვის გჭირდებათ, მგზავრობისას კომფორტს გიქმნით თუ დროის გაყვანაში გეხმარებათ. დამატებით, მინისო ერთ-ერთი საუკეთესო სასაჩუქრე ადგილია — პროდუქტების მრავალფეროვნებიდან გამომდინარე, აქ შესაფერის ნივთს
ნებისმიერი ასაკის, გემოვნების, სურვილებისა თუ მისწრაფებების ადრესატისთვის აღმოაჩენთ. ამავდროულად, ჩვენს ფილიალებში წარმოდგენილია ევროპული კოსმეტიკაც. აეროპორტში კოსმეტიკის შეძენა კი, მგზავრებისთვის საკმაოდ ორგანული და ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ჩვევაა.

სწორედ პროდუქციის და კოლექციების რელევანტურობიდან გამომდინარე, ვფიქრობთ, რომ მინისოს ახალი ფილიალი აეროპორტში როგორც მომხმარებლისთვის, ისე — ჩვენთვის, გაყიდვების ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო წერტილად იქცევა”

როგორც „მინისოში“ ამბობენ, მსოფლიოში არსებული უდიდესი გამოწვევების მიუხედავად, ბრენდი ზრდის მაჩვენებლებს ინარჩუნებს და ბაზარზე წარმატებულ ოპერირებას აგრძელებს.

„2016 წელს, მინისოს პირველი მაღაზიის გახსნიდან დღემდე, მუდმივად ვფართოვდებით — ქვეყანაში მინისოს ფილიალების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. კოვიდ-19-ით გამოწვეული კრიზისისა და პოსტპანდემიური პრობლემების მიუხედავად, ჩვენი განვითარების ტემპი არ შენელებულა და 2022 წელს 20 ფილიალით ვხურავთ, რაც ძალიან გვახარებს.

გაფართოების კუთხით, განსაკუთრებით გამოირჩეოდა 2019 წელი, როცა ქვეყნის მასშტაბით, 7 ახალი მაღაზია გავხსენით. მომდევნო წელს კი, მინისომ ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე 6.5 მილიარდი დოლარი მოიზიდა, რაც კომპანიისთვის წარმატებისა და ახალ ეტაპზე გადასვლის კიდევ ერთი ბიძგი გახდა” - აღნიშნავს „მინისოს“ გენერალური დირექტორი - ბექა კიკალეიშვილი.

®