მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქუთაისის აეროპორტში ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტები აღმოაჩინეს

5dadd5e4b908d
BM.GE
21.10.19 19:59
798
15-19 ოქტომბერს, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში საბაჟო გამშვებ პუნქტში, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა ეჭვის საფუძველზე, სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეების კუთვნილი ბარგისა და ხელბარგის დეტალური დათვალიერებისას, ნარკოტიკული (1,643 აბი და 432 კაფსულა) და ფსიქოტროპული (46 კაფსულა და 15 აბი) ნივთიერებების შემცველი მედიკამენტები გამოავლინეს.

საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ერთეულებს გადაეცათ.