04.იანვარი.2016 15:36
საზოგადოება

ქუთაისის აეროპორტში უამინდობის გამო რეისები გადაიდო

ქუთაისის აეროპორტში უამინდობის გამო რეისები გადაიდო
ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში ღამით დაგეგმილი რეისები არ შესრულდა. ფრენების გადადების გადაწყვეტილება ავიაკომპანია „ვიზეარისა“ და „არკიას“ ადმინისტრაციამ უამინდობის გამო მიიღო. ფრენები თბილისის დროით 21:00, 06:15 და 11:45 საათებში უნდა შესრულებულიყო.
 
ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, არახელსაყრელი მეტეოლოგიური პირობების გამო ავიაკომპანია „ვიზეარმა“ მიიღო გადაწყვეტილება გადაედო ვარშავის რეისი 5 იანვარს, 04:15 საათზე, ხოლო ქუთაისი- ვილნიუსის რეისი თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის აეროპორტში შესრულდა.

ვარშავის რეისით მიმავალი მგზავრები გადაყვანილ იქნენ სასტუმროში და ასევე უზრუნველყოფილ იქნენ კვებით და ტრანსპორტირებით სასტუმრომდე.

ამ ეტაპზე ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში რეისების მიღება ისევ ფერხდება უამინდობისა და ძლიერი ქარის გამო.

25.მაისი.2019 13:22
54

26 მაისს დედაქალაქში ავტომანქანების მოძრაობა შეიზღუდება

ვრცლად
25.მაისი.2019 12:37
401

"არსებობენ რეალური ტაქსის მძღოლები და არსებობენ ე.წ. ტაქსის მძღოლები, რომლებიც პარტიის წევრები არიან"

ვრცლად
25.მაისი.2019 11:44
75

კორპორაციული მართვის ფარგლებში წარმოქმნილი სასამართლო დავების თავისებურებები

ვრცლად
25.მაისი.2019 11:41
49

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურსა და ლიეტუვას რესპუბლიკის შსს-ს შორის მემორანდუმი გაფორმდა

ვრცლად
25.მაისი.2019 11:40
48

სვანეთში დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ორდღიანი ფესტივალი იმართება

ვრცლად
24.მაისი.2019 19:17
68

ცოდნას მივყავართ თავისუფლებამდე - 26 მაისი წელს ცოდნის გაზიარების მნიშვნელობას ეძღვნება

ვრცლად