მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქუთაისის განახლებული აეროპორტი მგზავრებისთვის გაიხსნა

607be7cdd0c3a
BM.GE
18.04.21 11:56
3895
ზაფხულის სანავიგაციო სეზონის დაწყებას ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი განახლებული სახით ხვდება. დავით აღმაშენებლის სახელობის განახლებული აეროპორტი მგზავრებისთვის გაიხსნა. ავიაკომპანია Wizz Air-მა  საქართველოსა და ევროპას შორის პირდაპირი რეგულარული რეისები განაახლა. პანდემიის შემდეგ, ვილნიუსიდან ქუთაისის მიმართულებით, პირველი რეგულარული ფრენა განხორციელდა.

განახლებული აეროპორტის ტერმინალის ზომა ოთხჯერ გაიზარდა და ის 30,000 კვადრატულ მეტრს შეადგენს. ტერმინალში მოეწყო 18 სარეგისტრაციო დახლი, საიდანაც ორი ე.წ. baggage drop-ი იქნება და მგზავრები რეგისტრაციის ონლაინრეჟიმში გავლის შემთხვევაში, ბარგის ჩაბარებას თავისით შეძლებენ.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ტერმინალის კონცეპტ-დიზაინი ჰოლანდიურ არქიტექტურულ კომპანია UN STUDIO-ს ეკუთვნის, ხოლო ქართული მხრიდან ტერმინალის ინტერიერის დიზაინზე იმუშავა საქართველოს აეროპორტების გაერთიანების არქიტექტორ-დიზაინერმა მარიამ ყარყარაშვილმა, რომელმაც არსებული კონცეფცია აეროპორტის მოთხოვნებს მოარგო.

“მაისიდან აეროპორტში "ვიზეარი" რიგისა და დორტმუნდის მიმართულებით ამატებს რეისებს. ასევე, 2 მაისიდან აეროპორტში ოპერირებას დაიწყებს ქუთაისისთვის სრულია ახალი, ყაზახური დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია FlyArystan-ი, რომელიც პირდაპირ რეგულარულ რეისებს ცენტრალური აზიისა და საქართველოს შორის სამი მიმართულებით განახორციელებს. სხვა სიახლეები ოპერირების განახლების პარალელურად აეროპორტში ეტაპობრივად დაინერგება”,- განაცხადა აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელმა თამარ არჩუაძემ.

შეგახსენებთ, არსებული რეგულაციების თანახმად, ტერმინალში დაიშვებიან მხოლოდ მგზავრები. ტერმინალში გამცილებლის შესვლა ნებადართულია მხოლოდ არასრულწლოვანისა და შშმ პირის თანხლების შემთხვევაში. მგზავრები, რომლებსაც 37.5 ზე მეტი ტემპერატურა დაუფიქსირდებათ, შენობაში არ დაიშვებიან.