მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქუთაისის მერიამ ახალი მიკროავტობუსების შესაძენად ტენდერი გამოაცხადა

6256e558e0fbf
შოთა ტყეშელაშვილი
13.04.22 19:27
930
ქუთაისის მერიამ ახალი მიკრროავტობუსების შესაძენად ტენდერი გამოაცხადა. ქალაქი 1,464,380 ლარად 10 ერთეულ მიკროავტობუსს შეიძენს. 

როგორც სატენდერო დოკუმენტებიდან ირკვევა, მიკროავტობუსის განზომილებები და ფერიც ("მეტალიკი ლურჯი") იქნება თბილისის მიკროავტობუსების ანალოგიური. 

17 მგზავრზე გათვლილი მიკროავტობუსი 6.97 მეტრის სიგრძის, 2.90 მეტრის სიგანის იქნება.

მიკროავტობუსი ევრო 5-ის სტანდარტის უნდა იყოს. 

თბილისის შემთხვევაში, 2021 წელს 300 ახალი მიკროავტობუსის შესყიდვის 35.7-მილიონიან ტენდერში კომპანია "ჯი-თი ჯგუფმა" გაიმარჯვა, რომელიც ქვეყანაში Ford-ის ოფიციალური დილერია.