სახელმწიფო აუდიტის სამსახური ქუთაისის მუნიციპალიტეტის 2019-2020 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტის ანგარიშს აქვეყნებს. დოკუმენტიდან ირკვევა, რომ მერიის მიერ დაფუძნებულ კომპანიაში თითქმის ერთი წლის განმავლობაში მუშაობდა პერსონალი, რომლის ფუნქციურად დატვირთვა ვერ მოხდა. თანამშრომელთა სახელფასო ანაზრაურები სახით კი ბიუჯეტიდან 88.4 ათასი ლარია დახარჯული.
"მერიამ, ქალაქის სატრანსპორტო სისტემის უკეთესად ორგანიზების მიზნით, 2020 წლის 14 იანვარს დააფუძნა შპს „ქუთაისის სატრანსპორტო კომპანია“. შპს-ს ფაქტობრივად საქმიანობა უნდა დაეწყო მას შემდეგ, რაც მუნიციპალური განვითარების ფონდიდან მერიას გადასცემდნენ შესაბამის სატრანსპორტო საშუალებებს.
მგფ-მა მერიისთვის ავტობუსების მიწოდება 2020 წლის ოქტომბრიდან დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ იანვრიდან სექტემბრამდე ორგანიზაცია პრაქტიკულად არ ფუნქციონირებდა, მისი საქმიანობის დასაფინანსებლად გაწეულმა ხარჯმა ამ პერიოდში 88.4 ათასი ლარი შეადგინა. თანხები, ძირითადად, გაცემულია დასაქმებული პერსონალის ხელფასის სახით. აღსანიშნავია, რომ კომპანიამ 2020 წლის თებერვალ-მარტში დაასაქმა და შესაბამისი ხარჯები გასწია ისეთ პერსონალზე, რომელთა ფიზიკური საჭიროება არ იდგა ორგანიზაციის სრულად ფუნქციონირების დაწყებამდე.
კერძოდ, ამ პერიოდში შპს-ში დაინიშნენ: ექსპლოატაციის უფროსი (ხელფასი 1700 ლარი), მგზავრთა მონიტორინგის განყოფილების უფროსი (ხელფასი 1400 ლარი) უსაფრთხოების მენეჯერი (ხელფასი 1400 ლარი) და სხვა პერსონალი.
შპს „ქუთაისის სატრანსპორტო კომპანიაში“ თითქმის ერთი წლის განმავლობაში მუშაობდა პერსონალი, რომელთა ფუნქციურად დატვირთვა ვერ მოხდებოდა შპს-ისთვის ავტობუბის გადაცემამდე. შესაბამისად, დასახელებულ პერსონალზე გადახდილი თანხები მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გაწეული არაეკონომიური ხარჯია"-წერს აუდიტი.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება