მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქუთაისის მერის არჩევნებში 43,75%-ით ლიდერია ოპოზიციის კანდიდატი ხატია დეკანოიძე - ცესკო

6159227d1d6be
თელარა გელანტია
03.10.21 07:23
3075
ცესკო-ს წინასწარი მონაცემებით, თბილისის მსგავსად, ქუთაისშიც, სავარაუდოდ, მერის არჩევნების მეორე ტური გაიმართება.

როგორც ცესკო-ს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა საინფორმაციო ბრიფინგზე განაცხადა, ამ დროისთვის 124 უბნიდან დათვლილი 51 უბნის მონაცემების მიხედვით, ქუთაისში „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი ხატია დეკანოიძე ლიდერობს - წინასწარი ინფორმაციით, მას ხმების 43,75 % აქვს.

მეორე ადგილზეა „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი, რომელსაც 41,86% უჭერს მხარს.