მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრები covid-ზე ტესტის გაკეთებას შეძლებენ

61a8bc94ddcc5
მარიამ ვარადაშვილი
02.12.21 15:04
1061

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრები კორონავირუსის ტესტის გაკეთებას შეძლებენ.

აეროპორტში დიაგნოსტიკური ცენტრ “იუნიქის” განყოფილება გაიხსნა. 

აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, სწრაფი ტესტის ღირებულება - 40 ლარი; PCR ტესტი - 80 ლარი, ხოლო სწრაფი ანტიგენ ტესტი 40 ლარი ეღირება.

როგორც BMG-ის აეროპორტის პრესსამსახურში განუცხადეს, მეორე კომპანიის შემოყვანაც იგეგმება.