მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში სადეზინფექციო სამუშაოები ხორციელდება

5e664dfa191a0
ინგა მურუსიძე
09.03.20 18:30
684
ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სადეზინფექციო სამუშოები ყოველდღიურად, 24 საათში ერთხელ ხორციელდება.

როგორც bm.ge-ს "აეროპორტების გაერთიანებიდან" აცნობეს, აეროპორტის თანამშრომლები სპეციალური ანტიბაქტერიული ხსნარებით და ქლორით ამუშავებენ აეროპორტის მოფრენისა და გაფრენის დარბაზში არსებულ ყველა ობიექტს.

"სადეზინფექციო ხსნარებით მუშავდება საჰაერო ხომალდის სალონიც. სადეზინფექციო სამუშაოები ტარდება ასევე შეზღუდული დაშვების ზონაში განთავსებულ საველე კარვებში, სადაც მუდმივად მორიგეობენ მედიკოსები. საველე კარვებში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მაღალი რისკის ზონებად განსაზღვრული ქვეყნებიდან შემოსული მგზავრები სპეციალურ შემოწმებას გადიან", - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.