მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქუთაისის სამკერვალო "იმერი" Marks & Spencer-ის ტანსაცმელს შეკერავს

5e18ae4041816
BM.GE
10.01.20 20:58
2532
ქუთაისში არსებული სამკერვალო „იმერი“ მსოფლიო ბრენდის Marks & Spencer-ის ტანსაცმელს შეკერავს. ამის შესახებ ინფორმაციას „აწარმოე საქართველოში“ ავრცელებს. გავრცელებული ცნობით, „იმერმა“ Marks & Spencer-ის აუდიტი გაიარა და მისი ოფიციალური მიმწოდებელი გახდა.

„სამკერვალო კოპანია იმერი - სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" ინდუსტრიული მიმართულების ბენეფიციარი, რომელმაც სულ ცოტა ხნის წინ წარმატებით გაიარა დიდი ბრიტანეთის უმსხვილესი ტანსაცმლის მწარმოებლის, მსოფლიო ბრენდის Marks & Spencer აუდიტი და მისი ოფიციალური მიმწოდებელი გახდა“, - წერს „აწარმოე საქართველოში“.

ცნობისთვის: სამკერვალო კომპანია "იმერი“ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ბენეფიციარია.