მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქუთაისის შემოვლით გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ივლისიდან აღდგება

5eda1d9eb0b9d
BM.GE
05.06.20 14:17
712
ქუთაისის შემოვლითი გზის 4-ზოლიანი ჩქაროსნული მაგისტრალის სამუშაოები გეგმის მიხედვით, აქტიურად მიმდინარეობს. გზის ერთ, 19კმ-იან მონაკვეთზე სამუშაოები დასრულების ეტაპზეა და ავტოტრანსპორტის მოძრაობა ივლისიდან გახდება შესაძლებელი, ხოლო მეორე 56კმ-იან მონაკვეთზე მოძრაობა 2020 წლის ბოლოს აღდგება. ინფრასტრუქტურული პროექტი დღეს პრემიერმა გიორგი გახარიამ დაათვალიერა. 

როგორც გახარიამ აღნიშნა, ქუთაისის შემოვლითი, 2-მიმართულებიანი, ცალმხრივი გზა მნიშვნელოვნად აამაღლებს მოძრაობის უსაფრთხოების დონეს. მთავრობის მეთაურის შეფასებით, ამასთანავე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ძირითად სამუშაოებს ქართული კომპანია “ბლექ სი გრუპი” ატარებს, რამდენადაც ის პირველი ქართული კომპანიაა, რომელიც ჩქაროსნული გზის მშენებლობას ახორციელებს დამოუკიდებლად და არა როგორც ქვეკონტრაქტორი.

პროექტის ფარგლებში, ქუთაისის შემოვლით გზაზე ახალი 41.3 კმ-იანი 2-ზოლიანი მონაკვეთი და 12 ხიდი შენდება. ამ დროისთვის მიმდინარეობს გზის საფარის მოწყობა, ხიდებისა და გზაგამტარების მშენებლობა, მონტაჟდება საგზაო ნიშნები და გარე განათება. უკვე შესრულებულია სამუშაოების 63%, რაც 116.5 მილიონ ლარს შეადგენს, მშენებლობის ფარგლებში ეკონომია კი 14 მილიონი ლარია. პროექტის ჯამური ღირებულება 200 მილიონ ლარზე მეტია და ის სრულად სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება.