მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი პირველ სტუდენტებს სექტმბერში მიიღებს

5ebe8f535f05b
თათია ჩაფიჩაძე
15.05.20 16:45
1336
ქუთაისის საერთაშორისო ტექნოლოგიური უნივერსიტეტი პირველ სტუდენტებს 2020 წლის სექტემბერში მიიღებს. განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, უნივერსიტეტი თავდაპირველად სტუდენტებს სამ სპეციალობაზე მიიღებს. 

"სექტემბერში, როდესაც ახალი სასწავლო წელი დაიწყება, აქტიურ აკადემიურ ცხოვრებას დაიწყებს ჩვენი საგანმანათლებლო სივრცის მთავარი მეგაპროექტი - ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი, რომელიც პირველ ნაკადს მიიღებს სექტემბერში სამ სპეციალობაზე და შემდგომ სპეციალობათა რაოდენობა გაიზრდება.

ეს იქნება ჭეშმარიტად ევროპული, მსოფლიო დონის უნივერსიტეტი და რასაკვირველია, ის ჩვენი ქვეყნის საგანმანათლებლო სისტემას გადაიყვანს თვისობრივად ახალ, მაღალ ეტაპზე", - განაცხადა განათლების ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციაზე მიხეილ ჩხენკელმა.