მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქუთაისის თიზ-ში 200-მდე კომპანიაა წარმოდგენილი - რა პრობლემებს აწყდება ბიზნესი?

5dce96d0aee50
სალომე მეცხვარიშვილი
15.11.19 16:13
3076
ჰუალინგის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის მთავარი ბიზნეს ანალიტიკოსი ვახტანგ ჩქარეული bm.ge-სთან აცხადებს, რომ ამ ეტაპზე ქუთაისში მდებარე თიზ-ში 200-მდე კომპანიაა წარმოდგენილი და მათი უმეტესობა საერთაშორისო ვაჭრობით არის დაკავებული.

თიზ-ში წარმოდგენილია ინდუსტრიული კომპანიებიც, მათ შორის ერთ-ერთი გამორჩეული მზის პანელების საწარმოა, რომელსაც ჩქარეულის თქმით, საკმაოდ დიდი მოცულობის ინვესტიცია აქვს განხორციელებული.

“ამ ეტაპზე მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ სხვადასხვა კომპანიებთან, გვაქვს შეხვედრები როგორც საზღვარგარეთ, ასევე საქართველოში. ჩვენი მიზანია, სამომავლოდ თიზ-ში მოვიზიდოთ წარმოებით დაკავებული კომპანიები.
დაინტერესება კომპანიების მხრიდან არის როგორც ევროკავშირის ქვეყნებიდან, ასევე ცენტრალური აზიისა და დსთ-ს ქვეყნებიდან”,- აცხადებს ვახტანგ ჩქარეული.

მისივე თქმით, დღევანდელ მოცემულობაში თიზ-ებს აქვთ გარკვეული პრობლემები, რადგანაც საგადასახადო კანონმდებლობაში არის ჩანაწერები, რომლებიც იწვევს ორმაგ გაგებას.

“დიდი ხანია გვაქვს მოლაპარაკებები სახელისუფლებო შტოებთან, რომ უფრო მეტად დაკონკრეტდეს კანონი. გარდა ამისა, არის პრობლემები საქართველოში ვაჭრობასთან დაკავშირებით. თუ კომპანია ყიდულობს ან ყიდის პროდუქციას თიზ-იდან საქართველოს ტერიტორიაზე, ის იბეგრება, რაც ხშირად არის დაბრკოლება კომპანიებისთვის და მათ ურჩევნიათ, რომ ძირითადი საშუალებები და ნედლეული იყიდონ არა ქართულ ბაზარზე, არამედ მოახდინონ მათი იმპორტი.