02.სექტემბერი .2021 14:39

ქუთაისის “ტორპედო” 577,000 ლარად “ნიუ ვიენ უნივერსიტეტმა” იყიდა

ქუთაისის “ტორპედო” 577,000 ლარად “ნიუ ვიენ უნივერსიტეტმა” იყიდა
views 258
უკან

აუქციონზე გასაყიდად გამოტანილი საფეხბურთო კლუბი “ქუთაისის ტორპედო” 577 017 ლარად გაიყიდა. საფეხბურთო კლუბი ა(ა)იპ „ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტმა“ შეიძინა.

საფეხბურთო კლუბის ინვესტორმა 577,000 ლარის გადახდასთან ერთად, “ქუთაისის ტორპედოს” 3-მილიონიანი ვალის გადახდის ვალდებულებაც აიღო.

აუქციონზე ქუთაისის ტორპედოს საწყისი ფასი 567 017 ლარით იყო განსაზღვრული.

"ტორპედოს" მყიდველს რამდენიმე პირობის შესრულება მოუწევს - უეფასა და ეროვნული ლიცენზიის ყოველწლიურად ასაღებად, კომპანიაში შექმნას საჭირო პირობები, ლიცენზირების დებულებების შესაბამისად. ასევე უზრუნველყოს კომპანიის საფეხბურთო გუნდების შესაბამის ლიგებში ასპარეზობა. საკუთრებაში გადაცემული კომპანიის გამართულად ფუნქციონირებისათვის, ყოველწლიურად უზრუნველყოს საჭირო პირობების შექმნა.

ამასთანავე, ინვესტორმა უნდა უზრუნველყოს საფეხბურთო სკოლა-აკადემიისა და ბავშვთა გუნდების ფუნქციონირება (წელიწადში 100-200 ბავშვზე), ოფიციალური მატჩებისა და სასწავლო-საწვრთნელი პროცესი, ფიფას, უეფას და საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ფედერაციის დებულებით დადგენილი პირობების შესაბამისად.

პირველი არხის ინფორმაციით, აუქციონში “ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის” გარდა მონაწილეობდა “ალიანს ჯგუფი ჰოლდინგიც”, თუმცა საბოლოოდ საფეხბურთო კლუბის მფლობელი უმაღლესი სასწავლებელი გახდა.

“ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის” რექტორი დავით კერესელიძეა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა