მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქუთაისის ყოფილი საკონსერვო ქარხნის გაყიდვის მიზნით, განმეორებითი აუქციონი გამოცხადდა

62da65c87e475
თელარა გელანტია
22.07.22 12:49
1109
სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ ქუთაისში ყოფილი საკონსერვო ქარხანა გასაყიდად კიდევ ერთხელ გამოიტანა.
აუქციონი 20 ივლისს გამოცხადდა და ამჯერად ერთი თვე - 18 აგვისტომდე გაგრძელდება.

აღსანიშნია, რომ ობიექტის საპრივატიზაციო ღირებულება არ შემცირებულა და საწყისი ფასი 10,055,000 ლარია. ახალმა მფლობელმა ღირებულება აუქციონის დასრულებიდან ორ თვეში უნდა გადაიხადოს.

ქუთაისში ყოფილი საკონსერვო ქარხანა 72,836 კვადრატული მეტრის უძრავ ქონებას აერთიანებს. ადგილზე მრავალფუნქციური კომპლექსი უნდა მოეწყოს.



ქონების ტექნიკურ-ეკონომიკური მიზანშეწონილობის კვლევა, ბიზნესგეგმა და განვითარების არქიტექტურული რენდერი USAID-ის მხარდაჭერით, უძრავი ქონების განვითარების საერთაშორისო კომპანია Cushman & Wakefield-მა მოამზადა.

ბიზნესგეგმის მიხედვით, ადგილზე ახალი უბნის აშენება შეიძლება, რომელიც საცხოვრებელ კორპუსებს, კომერციულ ფართებს, სასტუმროს და სხვა გასართობ ობიექტებს გააერთიანებს.

კომპანია Cushman & Wakefield-ის საკონსულტაციო დეპარტამენტის ხელმძღვანელი თეკლა იაშაღაშვილი: „ჩვენ ჩავატარეთ იმერეთის საინვესტიციო პოტენციალის კვლევა, რომლის ფარგლებში გავესაუბრეთ ადგილობრივ მთავრობას, მოსახლეობას და ბიზნესს, რათა ინფორმაცია მიგვეღო ისეთი ფაქტორების შესახებ, რაც მეორადი კვლევის დროს შეიძლება არ გაგვეგო. პროცესი იყო საკმაოდ ხანგრძლივი. მოვახდინეთ საბაზრო დეფიციტების იდენტიფიცრება. ამასთან, შევისწავლეთ იმერეთში დაგეგმილი და მიმდინარე პროექტები და ამ ყველაფრის გათვალისწინებით, გავეცით რეკომენდაცია, რომ ქუთაისში განვითარდეს პირველი მულტიფუნქციური კომპლექსი, რომელიც მოიცავს საცხოვრებელ და კომერციულ ფართებს, 100-ნომრიან სასტუმროს ღია აუზით და ა.შ. ჩვენი გათვლებით, პროექტი არის მომგებიანი. ის შექმნის 400-ზე მეტ სამუშაო ადგილს. ასევე, გაზრდის ტურისტების რიცხვს 5-6%-ით; ძალიან მნიშვნელოვანია ქუთაისისთვის, რომ გავზარდოთ ტურისტების გაჩერების დრო, რადგან დღეს ქუთაისს ტურისტები მაინც ტრანზიტულ ქალაქად განიხილავენ“.