ცოტა ხნის წინ, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მესტიის თამარ მეფის სახელობის ადგილობრივი აეროპორტიდან ავიაკომპანია აკ-ეარის მსუბუქი სამგზავრო საჰაერო ხომალდი L 410-ი დაეშვა.
რეგულარული რეისები მესტიასა და ქუთაისს შორის კვირაში ერთი სიხშირით შესრულდება. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების შესყიდვების მონიტორინგის მენეჯერის, მარიამ ბახუტაშვილის განცხადებით, მოთხოვნიდან და საჰაერო ხომალდის დატვირთულობიდან გამომდინარე, რეისების რაოდენობა შესაძლოა ეტაპობრივად გაიზარდოს.
"საქართველოს აეროპორტების გაერთანება წლებია საქართველოში მოქმედ ადგილობრივ აეროპორტებში ადმინისტრირებას უწევს ქვეყნის შიგნით ავიარეისების შესრულებას. პანდემიის დაწყებისას, გარკვეული პერიოდი შეჩერდა, როგორც საერთაშორისო, ისე შიდა ფრენების შესრულება, თუმცა ეტაპობრივად ჩვენ მოვახერხეთ აღგვედგინა რეისები მათ შორის მესტიის, ამბროლაურის და ბათუმის მიმართულებით.
დღეიდან კი, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის დატვირთვის პარალელურად, ჩვენ განვაახლეთ რეგულარული ავიამიმოსვლა მესტია-ქუთაისი-მესტიის მიმართულებითაც. ეს მიმართულება აქტიურად სრულდებოდა პანდემიამდე და პოპულარული იყო როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ვიზიტორებში,-‘’განაცხადა მარიამ ბახუტაშვილმა.
პანდემიის პირობებში, მესტიიდან პირველი ადგილობრივი რეისის მგზავრებს ქუთაისის განახლებული აეროპორტის ახალი გასასვლელი - ე.წ. გეითი მოემსახურა, რომელიც მხოლოდ ადგილობრივი ფრენებისთვის არის განკუთვნილი. პირველი რეისის მგზავრებს, რომელთა უმეტესობა უცხოელები იყვნენ, ტრადიულად საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ორგანიზებით, სიმბოლური საჩუქრები დაურიგდათ.
"დღეს შევასრულეთ მესტიიდან ქუთაისში რეისი. ეს იყო ჩემ მიერ შესრულებული პირველი ფრენა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში. ამინდში ძალიან გაგვიმართლა. ფრენისას ულამაზესი ხედი გვქონდა მთებზე. ქუთაისი არის დიდი საერთაშორისო აეროპორტი, გაცილებით მარტივი და უსაფრთხოა ჩვენთვის აქ დაშვება. საფრენი პირობები კარგი იყო. მესტიიდან ქუთაისამდე ფრენას დაახლოებით 30 წუთამდე მოვუნდით,-“ განაცხადა ავიაკომპანია აკ-ეარის მფრინავმა მარკეტა კოუშალოვამ.
მესტია-ქუთაისის მიმართულებით ავიაბილეთის ღირებულება უცვლელი, 50 ლარი რჩება. 3 დან 12 წლამდე ბავშვებზე მოქმედებს 30 %-იანი ფასდაკლება. 0-3 წლამდე ჩვილების მგზავრობა კი უფასოა.
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი