24.აპრილი .2020 09:00

ქუთაისში აეროპორტის ტერმინალის მშენებლობა შეჩერდა - "ვეძებთ დაფინანსების ალტერნატიულ ფორმებს”

views 4717
უკან

ქუთაისის ტერმინალის მშენებლობა დროებით შეჩერდა, - ამის შესახებ საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორმა, თამარ არჩუაძემ კონფერენციაზე, ონლაინ კონფერენციაზე: "კორონავირუსი VS ავიაცია, გამოწვევები და შესაძლებლობები" სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ვინაიდან ამ ეტაპზე ქუთაისის აეროპორტის განვითარების ახალი ტერმინალის მშენებლობის დაფინანსება ხდებოდა სახელმწიფო ბიუჯეტიდან მოზიდული სახსრებით, ამ ეტაპზე ეს პროექტი გვაქვს შეჩერებული. მიმდინარეობს დაფინანსების ალტერნატიული ფორმების მოძიება იმისათვის, რომ პროექტი დავასრულოთ. რამდენიმე ტენდერი ჩავშალეთ, ვინაიდან ინფრასტრუქტურულ განვითარებაში ასეთი კრიზისული ვითარების დროს თანხების დახარჯვა რთულია. ახლავე მინდა აღვნიშნო, რომ ეს არის კარგი პერიოდი იმისთვის, რომ აეროპორტებმა ინფრასტრუქტურული პროექტები განახორციელონ, თუ მოძიებული იქნება შესაბამისი ფინანსური სახსრები, რადგან ფრენები არ არის. თუ იქნება შესაძლებლობა, რომ ეს პროექტები დასრულდეს, კარგი იქნება, თუ სახსრები იქნება მოძიებული“, - განაცხადა არჩუაძემ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა