17.ოქტომბერი .2019 12:03

ქუთაისში გუგუნავას ქუჩის რეაბილიტაცია დასრულდა

views 263
უკან

საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ქუთაისში გუგუნავას 2 კმ-მდე სიგრძის ქუჩის რეაბილიტაცია დაასრულა.

უწყების ინფორმაციით, ამ დროისთვის, სარეაბილიტაციო სამუშაოები გრძელდება  ჯავახიშვილის 1.4 კმ-იან, შარტავას 0.3 კმ-იან, ბუხაიძის 0.7 კმ-იან, ნინოშვილის 1.3 კმ-იან და და ნიკეას ქუჩისა და სულხან-საბას გამზირის დამაკავშირებელ 2.7 კმ-იან ქუჩებზე. პროექტების ჯამური ღირებულება 12 899 400 ლარს შეადგენს.

საავტომობილო გზების დეპარტამენტი, მთავრობის განკარგულებით, ქუთაისში დამატებით 4 ქუჩის რეაბილიტაციას განახორციელებს, სადაც ამ ეტაპზე საპროექტო დოკუმენტაციის განხილვა მიმდინარეობს. რეაბილიტაცია ჩაუტარდება აღამაშენებლის 3 კმ-იან, წერეთლის 2.8 კმ-იან, თავისუფლების 1.5 კმ-იან და საიათნოვას 0.3 კმ-იან ქუჩებს. აღნიშნული პროექტების სავარაუდო ჯამური ღირებულება 13.5 მილიონი ლარია.

ქუთაისის ქუჩების რეაბილიტაციის ფარგლებში, ასფალტ-ბეტონის საფარი დაიგება, ხელოვნური ნაგებობები რეაბილიტირდება, წყალგამტარი მილები, ბორდიურები, ტროტუარები და საგზაო ნიშნები მოეწყობა.

მიმდინარე და დასრულებულ სამუშაოებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე, საავტომობილო გზების დპარტამენტის თავმჯდომარე ირაკლი ქარსელაძე ადგილზე გაეცნო.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა