მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ქუთაისში კვადრატული მეტრის ფასი $700-დან $1000-მდეა“ - ინვესტორი

63f6151e4d117
თათია ჩაფიჩაძე
23.02.23 00:00
1730
„ქუთაისის უძრავი ქონების ბაზრით ამ ეტაპზე არარეზიდენტები ნაკლებად ინტერესდებიან“ - ეს განცხადება გადაცემა „უძრავი ქონების პროსპექტში“ ადგილობრივმა ინვესტორმა დავით გრიგოლაშვილმა გააკეთა.

მისი თქმით, ბოლო წლებში სამშენებლო მიმართულებით ქალაქში გააქტიურება შეინიშნება, ფასი კი დღეისათვის ახალ აშენებულ პროექტებში $700-დან $1000-მდეა.

„წლებია ვოპერირებთ ქუთაისის უძრავი ქონების ბაზარზე, შესაბამისად დეტალურად მოხდა ქალაქის გენერალური გეგმის, საინვესტიციო მიმართულებით არსებული პოტენციალის შესწავლა და ამ ფაქტორების ერთობლიობით ვახორციელებთ ქუთაისში მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობას.

პროექტი „შენი სახლი ასათიანზე“ მოიცავს როგორც საცხოვრებელ ბინებს, ასევე აპარტოტელის ტიპის ნომრებს, რომელიც ქალაქში ნაკლებად განვითარებულია. პროექტში 25-30კვ.მ-ის შეძენა რემონტით, მომხმარებელს შეუძლია 30 ათასს დოლარად, ბინის ამონაგებით კი საშუალოდ 6 წლიან პერიოდში შესაძლებელია ამ ღირებულების დაფარვა, მით უფრო, რომ ქალაქისადმი დაინტერესება ტურისტების მხრიდან იზრდება. ამ პროცესს ხელი შეუწყო საერთაშორისო აეროპორტის არსებობამ და ჩვენც სწორად ამან მიგვაღებინა გადაწყვეტილება რომ პროექტი განგვეხორციელებინა. მისი ღირებულება 8-დან10 მლნ დოლარამდეა და 3 წლიან პერიოდში დასრულდება.

ზოგადად ქუთაისში ფასები საშუალოდ $700-დან $1000-მდე მერყეობს. ცხადია ფასი დამოკიდებულია კომპანიაზე, ხარისხზე, ლოკაციაზე და ა.შ. მოთხოვნას რაც შეეხება, უცხოელების ნაკადი ამ ეტაპზე ქუთაისში მძლავრად არ არის წარმოდგენილი.

რაც შეეხება ჩვენს სამომავლო გეგმებს, ვინაიდან რამდენიმე მიმდინარე და დაგეგმილი პროექტი გვაქვს ქუთაისში ,ამ ეტაპზე სხვა ქალაქებში პროექტების დაწყებას არ ვგეგმავთ.“ - განაცხადა დავით გრიგოლაშვილმა.

ინფორმაციისთვის, "თიბისი კაპიტალის" მონაცემებით, ქუთაისში საცხოვრებელი უძრავი ქონების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი $600-ია. როგორც ამავე გადაცემაში სტუმრობისას უფროსმა ასოცირებულმა მკვლევარმა გიორგი მჟავანაძემ განაცხადა, ქუთაისში 2022 წელს ტრანზაქციების რიცხვი 2021 წელთან შედარებით მხოლოდ 5%-ით გაიზარდა, რაც თავის მხრივ 2021 წელს ათეულობით მსხვილი პროექტის დაწყებით იყო განპირობებული.

"თიბისი კაპიტალის" ინფორმაციითვე ქუთაისში პრემიუმ სეგმენტის ბინების წილი 6%-ის ფარგლებში მერყეობს. შედარებისთვის ზუგდიდში 5%, რუსთავსა და თელავში კი 4%-ია.