მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქუთაისში ნაწარმოებ მზის პანელებს პენსილვანიის შტატში Helios Energy Georgia დაამონტაჟებს

6271753b04f5a
ალა ისპირიანი
03.05.22 22:19
1442
ქუთაისში ნაწარმოებ მზის პანელებს პენსილვანიის შტატში Helios Energy Georgia დაამონტაჟებს.

როგორც კომპანიის დამფუძნებელმა თორნიკე დარჯანიამ Bm.ge -სთან განაცხადა საქართველოში და ამერიკაში წარმოებული პროდუქციის ფასს შორის დიდი სხვაობაა, ამიტომ საქართველოდან მზის პანელების ექსპორტს დიდი პოტენციალი აქვს. 

„პენსილვანიის შტატიდან მოგვმართა საქართველოს მოქალაქემ, რომელსაც 10 კვ სიმძლავრის სადგურის დაყენებაში 40 000 $ სთხოვენ ადგილობრივი კომპანიები. ჩვენ დავეხმარებით დამონტაჟებაში და 10 000 $-ზე მეტი არ დაუჯდება. ქუთაისში ნაწარმოებ AE Solar-ის პანელებს დავაყენებთ. ქუთაისში ნაწარმოებ პანელებს ნიუ-იორკში ვიყიდით და დავაყენებთ ამ მოქალაქის სახურავზე. ზოგადად დიდი პერსპექტივა აქვს საქართველოდან მზის პანელების ექსპორტს.

საქართველოში იაფი იმიტომ ჯდება, რომ ჩვენ, როგორც ჩინეთთან ასევე ევროპასთან და ამერიკასთან თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობა გვაქვს.ეს ყველასთან ასე არ არის. მეორე მიზეზია მუშახელის სიიაფე. მაგალითად, ამერიკიდან ვინც მოგვმართა 40 000 დოლარი მოსთხოვეს და ამ თანხაში ნახევარი მუშახელის ხელფასია. ფაქტობრივად ინსტალაცია 10 -ჯერ ძვირი ჯდება ვიდრე საქართველოში, ამიტომაა საქართველო კონკურენტუნარიანი. ასევე უნდა ავღნიშნო, რომ პროდუქციის ხარისხში განსხვავება არ არის.

ჩვენ გერმანიაში უკვე რამდენიმე წელია მზის პანელებს ვამონტაჟებთ, მაგრამ ამერიკაში მონტაჟი ჩვენთვის სიახლეა. ბიზნესი გამოწვევებითაა სავსე და შესაძლოა ამ მიმართულებითაც ვიფიქროთ განვითარება, ვნახოთ როგორი იქნება მოთხოვნა“, - განაცხადა თორნიკე დარჯანიამ. 

ცნობისთვის, დღესდღეობით AE Solar-ის ქარხანა საქართველოში აღარ ფუნქციონირებს. ქუთაისში ახლა ქარხანა AIONRISE - ია.