ქუთაისში გახსნილ სადეზინფექციო მობილურ სადგურში მოსახლეობას სრული, მათ შორის, ტანსაცმელისა და ფეხსაცმელის, დეზინფექცია შეეძლება.
შპს "სადეზინფექციო სამსახურში" განმარტავენ, რომ ტანის და ტანსაცმლის დეზინფექციას მხოლოდ 9-10 წამი სჭირდება, დეზინფექციიდან 90 წამის შემდეგ კვდება ბაქტერიებისა და ვირუსის 90%-ზე მეტი.
სისტემა შექმნილია მოდულის სახით, ასე რომ მისი მარტივად მოხსნა და ტრანსპორტირებაა შესაძლებელი. სადეზინფექციო პროცედურები ტანსაცმელზე, ფეხსაცმელზე, სახესა და თმაზე კეთდება,
სადგური საქართველოში იმერეთის რეგიონში პირველად გაიხსნა.
პრეზენტაციაზე იმყოფებოდა დეპუტატი დიმიტრი მხეიძე, რომელმაც საქართველოში მსგავსი მობილური სადგურების მასობრივი გავრცელების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
პროექტის იდეის ავტორები არიან ირაკლი თაბაგარი და დავით ტოროტაძე.
სადეზინფექციო სადგური ქუთაისში აღმაშენებლის გამზირზეა განთავსებული, სადაც მოქალაქეებს დეზინფექციის ჩატარება უფასოდ შეეძლებათ. სადეზინფექციო სამსახურში განმარტავენ, რომ ყოველდღიურად 1 000-მდე ადამიანის მომსახურება შეუძლიათ.
მობილური სადეზინფექციო სადგური სასურველია განთავსდეს ხალხმრავალ ადგილებში, მეტროებთან, სამედიცინო დაწესებულებებში, უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და საშიში პათოგენების გავრცელების შეზღუდვის მიზნით, განსაკუთრებით COVID-19 ეპიდემიის ვითარებაში.
სისტემა შექმნილია ანოლიტი ანკ სუპერის გამოყენების პრინციპის საფუძველზე, ნისლის ფორმით, მთელ სხეულზე ასხურებს, რომ სხეულის და ტანსაცმლის დეზინფექცია სწრაფად მოახდინოს.
"სადეზინფექციო სადგურში მითითებულია ინსტრუქციები COVID-19-ის პროფილაქტიკისათვის. ბაქტერიების 90%-ზე მეტი, ვირუსები სხეულის ზედაპირზე, ტანსაცმელზე მთლიანად ქრება სადეზინფექციო სადგურის მოხმარების შემდგომ.
პროექტის განხორციელება თავის წვლილს შეიტანს საზოგადოების კეთილდღეობისათვის.
დაინტერესებულმა ორგანიზაციებმა, მუნიციპალიტეტებმა, რომლებიც გამოხატავენ სურვილს რომ განათავსონ სადეზინფექციო მობილური სადგური ნებისმიერ ადგილას, ასევე ხნარის შეძენის სურვილის შემთხვევაში, დაგვიკავშირდით: 571051017", - აცხადებენ "სადეზინფექციო სამსახურში".
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
გერმანიაში წასვლის მსურველი 91 616 მოქალაქეა დარეგისტრირებული - რამდენი შეძლებს წასვლას?
„ექსპორტით ხუთ წელში $2 მლრდ-ის შემოტანა შემიძლია“ – რა სირთულეებს აწყდება Glenberries-ი
მიმართულებები, რომელსაც ორშაბათიდან ახალი მიკროავტობუსები მოემსახურება
როგორ დავსაქმდეთ გერმანიაში ლეგალურად? - რეგისტრაცია დღეს იწყება
"ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკის გახსნაა" - "სილქნეტი" 2020 წელს აფასებს
„თბილისის მიკროავტობუსი“ განცხადებას ავრცელებს
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?
რატომ შეიკრიბა 400 ექიმი ჩაქვში? - ღონისძიების ორგანიზატორი