მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქუთაისში საკონფერენციო სივრცეებზე მოთხოვნა გაიზარდა, ძირითადი მოთხოვნა ბიზნეს სექტორიდანაა - "Ka Group"

648077f05d8bf
ლიკა გურაბანიძე
07.06.23 21:32
569
“Ka Group”-ი, საქართველოს მასშტაბით რამდენიმე სასტუმროს ავითარებს. კომპანიის დამფუძნებელი ირაკლი ჭიღლაძე აღნიშნავს, რომ გასულ წელთან შედარებით საკონფერენციო სივრცეებზე მოთხოვნის რადიკალური ზრდა აქვთ, განსაკუთრებით ეს ქუთაისში იგრძნობა.

კომპანიის დამფუძნებლის თქმით, ქუთაისში საკონფერენციო სივრცეების მიმართულებით კონკურენცია დაბალია, შესაბამისად მათზე დიდი დატვირთვა მოდის.

“საშუალოდ თვეში ქუთაისში საკონფერენციო სივრცეებში ოცდაორი დღე დატვირთულია. მოთხოვნის გაზრდა პანდემიის დასრულებას ვუკავშირებთ. ძირითადი მოთხოვნა ბიზნეს სექტორის მხრიდანაა.

ქუთაისი ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში სტუმრებით დატვირთულია. განსაკუთრებით ხელი ქუთაისის აეროპორტის გაფართოებამ შეგვიწყო, რადგან მეტი სტუმარი ჩამოდის. ეს კი სასტუმროებზე, შესაბამისად საკონფერენციო სივრცეების დატვირთულობაზეც აისახება,” - აღნიშნა ირაკლი ჭიღლაძე.

მისივე თქმით, მომატებული მოთხოვნის პარალელურად საკონფერენციო სივრცეებზე 20-25%-ით გაზრდილია ფასებიც. კომპანიის დამფუძნებლის თქმით, მაგალითად, თუ ქუთაისში მდებარე “ბესთ უესტერნის” სასტუმროში გასულ წელს დღის განმავლობაში საკონფერენციო სივრცის დაქირავება 400 დოლარად იყო შესაძლებელი, ახლა 500 დოლარი ღირს.