მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ქველმოქმედების აქტზე მსგავსი შეტევა უსამართლოა" - გახარია ბერას გადაწყვეტილებაზე

5db0462cf13cc
თელარა გელანტია
23.10.19 16:21
946
„საერთოდ მინდა გთხრათ, რომ ქველმოქმედების აქტზე მსგავსი შეტევის მიტანა უსამართლოა“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ბერა ივანიშვილის მიერ ამაზონის ტყის გადასარჩენად $1.1 მილიონის გადარიცხვასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

გახარიას შეფასებით, როდესაც პოლიტიკური კონიუნქტურიდან გამომდინარე, ახალგაზრდა ადამიანის ქველმოქმედება პოლიტიკური თავდასხმის საგანი ხდება, მიუღებელია.

„ქველმოქმედების აქტზე მსგავსი შეტევის მიტანა უსამართლოა. ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი, ორჯერ უსამართლოა, რადგან ბიძინა ივანიშვილის ოჯახი წლების განმავლობაში ეხმარება საქართველოს ისტორიული მემკვიდრეობის გადარჩენა-შენარჩუნებაში და ამასთან ერთად, ასობით მილიონ დოლარს ხარჯავს მომავალი თაობისთვის საგანმანათლებლო პროექტებში და ამ დროს, როდესაც პოლიტიკური კონიუნქტურიდან გამომდინარე, ახალგაზრდა ადამიანის ქველმოქმედება ხდება პოლიტიკური თავდასხმის საგანი, აბსოლუტურად მიუღებელია და უფრო მეტსაც გეტყვით, ესაა ამოტრიალებული რეალობის ის მცდელობა, როდესაც ტყუილს სიმართლეს ვეძახით და საერთდ ვერ ვხვდებით, სიმართლეს რა უნდა დავარქვათ. კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვამბობ, ესაა უსამართლობა, მაშინ როდესაც ბიძინა ივანიშვილის ოჯახმა ამ ქვეყნის ისტორიული მემკვიდრეობის შესანარჩუნებლად ასობით მილიონი დოლარი დახარჯა. ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ ეს არაა ჰაერიდან მოტანილი ციფრები. სამ მილიარდ დოლარზე მეტია დახარჯული ქველმოქმედებაზე",  - განაცხადა გახარიამ.