მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქვემო ქართლში დასაქმების ბარიერი ქართული ენის არცოდნაა - კვლევა

6333f96ed00b6
მარიამ იზორია
28.09.22 23:00
749
ევროკავშირის მიერ დაფინანსებულმა კვლევამ „განათლება დასაქმებისთვის“ საქართველოს შრომითი ბაზარი შეაფასა და ის ბარიერები შეისწავლა, რომლებიც დასაქმების მსურველებსა და დამსაქმებლებს შრომით ბაზარზე ხვდებათ.

სამიზნე რეგიონებში, გურიაში, კახეთსა და ქვემო ქართლში ჩატარებული კვლევის შედეგები მოწმობს, რომ ბარიერების თვალსაზრისით სიტუაცია რეგიონების მიხედვით არსებითად არ განსხვავდება.

კვლევის მიხედვით, რეგიონებში დასაქმებისთვის ძირითადი ხელისშემშლელი ფაქტორი სამუშაო გამოცდილების სიმწირეა. აღნიშნული, სტაჟირების შესაძლებლობის არარსებობას, ცოდნისა და უნარების განახლების შესაძლებლობის არარსებობას  და ინგლისური ენის არცოდნას უკავშირდება. 

რაც შეეხება ქვემო ქართლს, აღმოჩნდა, რომ დასაქმების შიდა ბარიერი ქართული ენის არცოდნაა, რაც ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთათვის, განსაკუთრებით უფროს ასაკობრივ ჯგუფშია აქტუალური.