15.აგვისტო .2019 09:00

ქვეშეთი-კობის საავტომობილო გზის 13 კმ-იან მონაკვეთს “China Railway 23rd Bureau Group Co” ააშენებს

views 578
უკან

ქვეშეთი-კობის საავტომობილო გზის 13 კმ-იან მონაკვეთს საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებულ კომპანია “China Railway 23rd Bureau Group Co” ააშენებს.

როგორც bm.ge-ის გზების დეპარტამენტიდან აცნობეს, ხვალ, 11:00 საათზე საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში, ქვეშეთი-კობის საავტომობილო გზის 13 კმ-იანი მონაკვეთის (ლოტი II) მშენებლობისთვის გამოცხადებულ საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებულ კომპანია “China Railway 23rd Bureau Group Co”- სა და საავტომობილო გზების დეპარტამენტს შორის ხელშეკრულება გაფორმდება.

ღონისძიებაში საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრატსრუქტურის მინისტრის პირველი მაოდგილე, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ირაკლი ქარსელაძე, თავმჯდომარის მოადგილე ალექსანდრე თევდორაძე, კომპანია “China Railway 23rd Bureau Group Co”-ს ვიცე-პრეზიდენტი ტიან ბაოჰუა და კომპანია “China Railway 23rd Bureau Group Co”-ს საქართველოში მუდმივმოქმედი ფილიალის გენერალური მენეჯერი იანგ იუბინი მონაწილეობენ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა