ფინანსთა მინისტრის ივანე მაჭავარიანის შეფასებით, ეკონომიკა არაეფექტური სახელმწიფო საწარმოების არსებობით 2 მიმართულებით მნიშვნელოვნად ზარალდება და ამ საწარმოების პრივატიზება ეკონომიკის გაჯანსაღებისა და ინვესტიციების მოზიდვის სერიოზული რესურსია.
„სახელმწიფო საწარმოებს 2 ფუნქცია აქვს - იქიდან 2 სიკეთე წამოვა. ერთი, რომ ის აწვება ბიუჯეტს. ისინი ჩვენს ვალის სივრცეს „გვიჭამს“. ამისგან რომ გამოვათავისუფლებთ და თვითონ რომ შეძლებს სესხებას, ეს უკვე შვებაა და შეგვიძლია, რომ დავფოკუსირდეთ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რაზეც ვისაუბრეთ. მეორე თვითონ შეიძლება პოზიტიური კონტრიბუტორი იყოს უკვე ეკონომიკაში, მომგებიანი გახდეს, დივიდენდი მოგვიტანოს. როგორც მინიმუმ თუ დივიდენდი არ მოგვიტანა და პრივატიზაცია მოხდა, მაგ შემთხვევაში ზოგადად დარგი გააჯანსაღოს.
იმ სექტორში, სადაც არაეფექტური სახელმწიფო საწარმოები არიან, ჩვენ ვზარალდებით 2 მიმართულებით - საკუთრივ ბიუჯეტი და ამათი არაეფექტურობა; მეორე კერძო სექტორი იქ არ შემოდის; იმიტომ, რომ ის იძახის, რომ ეს წყალწაღებული კომპანიაა, მე რომ აქ შემოვიდე სახელმწიფო ამას მაინც უშველის და მაინც გამოუყოფს ფულს და მე კონკურენტუნარიანი არასდროს ვიქნები. ამიტომ სექტორში ინვესტიციებსაც ვერ ვიზიდავთ ხოლმე, როდესაც გვყვავს იქ არაეფექტური დომინანტი სახელმწიფო საწარმო“, - განაცხადა მაჭავარიანმა.
მისი თქმით, ამ მიმართულებით მუშაობა დღესვე დასაწყებია, რადგან სახელმწიფო საწარმოების კერძო სექტორში გადასვლის შედეგები რამდენიმე წელში იქნება.
„ეს არის ინვესტიციების მოზიდვის რესურსი. რამდენად დიდი რესურსია და რამდენად მოესწრება 2021-2022 წლის გამოწვევების საპასუხოდ, ვერ მოესწრება. მაგრამ ამის გამოსწორება დასაწყებია, 2022-ს 2023 წლის ბოლოს ხომ დაეწევა და გვიშველის. ამ მიმართულებით მნიშვნელოვანია პრივატიზაცია და კაპიტალის ბაზარი. ინვესტორები არიან, ჩამოვლენ და ფასიან ქაღალდებს იყიდიან ოღონდ უნდა ენდობოდნენ ამ საწარმოს აქციებს და ობლიგაციებს“, - განაცხადა მინისტრმა.
ივანე მაჭავარიანი მიიჩნევს, რომ იმისთვის ,რომ ინვესტორები სხვადასხვა საწარმოებით დაინტერესდნენ, კომპანიები გამჭვირვალეები უნდა იყვნენ.
„ჩვენ დღეს კაპიტალის ბაზრის საკანონმდებლო ჩარჩო ძალიან კარგი გვაქვს, ძალიან შერავათიანი საგადასახადო გარემო, ინვესტორები გვყვავს ასე თუ ისე, არ გვყვავს საწარმოები, რომლებიც ფასიან ქაღალდებს გამოუშვებენ, იმიტომ არ გვყვავს, რომ მათი კორპორატიული მართვა არ არის საკმარისი, რადგან ფასიანი ქაღალდების გამოცემისთვის კომპანია უნდა იყოს გამჭირვალე და საჯარო. ეს ამბავი აქილევსის ქუსლია და რესურსი აქაც არის“, - განმარტა მაჭავარიანმა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
თუ გაუარესდება ვითარება, იძულებული გავხდებით შეზღუდვები დავაბრუნოთ - პრემიერი
ამერიკაში მოღვაწე ქართველმა ნევროლოგმა საქართველოს „ფაიზერის“ ვაქცინის შესანახი 2 მაცივარი აჩუქა
შესაძლოა, ჭურჭელზე, ავეჯსა და ფეხსაცმელზე სახელმწიფო კონტროლი დაწესდეს - პეტიცია პარლამენტშია
გერმანიაში წასვლის მსურველი 91 616 მოქალაქეა დარეგისტრირებული - რამდენი შეძლებს წასვლას?
„ექსპორტით ხუთ წელში $2 მლრდ-ის შემოტანა შემიძლია“ – რა სირთულეებს აწყდება Glenberries-ი
როგორ დავსაქმდეთ გერმანიაში ლეგალურად? - რეგისტრაცია დღეს იწყება
"ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკის გახსნაა" - "სილქნეტი" 2020 წელს აფასებს
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?