მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქვეყანა ჩაკეტილია ინვესტიციებისთვის, დიდი ბიზნესები ხელიდან ხელში გადადის - BLB

5f9e88862fa69
სალომე მეცხვარიშვილი
03.11.20 10:15
2353
იურიდიული ფირმა BLB-ის მმართველი პარტნიორი კახა შარაბიძე მიიჩნევს, რომ დღეს საქართველო ინვესტიციებისთვის ჩაკეტილია, ამიტომ ის ახალ ხელისუფლებას ნაბიჯების გადადგმას სწორედ ამ მიმართულებით ურჩევს.

“ჩვენ, როგორც იურიდიულ ფირმას, რომელიც ბიზნესში მოღვაწეობს, საქართველოს ეკონომიკის პულსზე გვიდევს ხელი, რადგან ვხედავთ ყველა პრობლემას, რაც ქვეყანას გააჩნია, განსაკუთრებით ბიზნესის განვითარების მიმართულებით; რასაც ვხედავთ, არის ის, რომ ქვეყანა თითქოს ჩაკეტილია ინვესტიციებისთვის. ამიტომ, მთავარი იქნება ქვეყნის გაღება და ახალი ინიციატივების შექმნა, რომ აგრესიულად მოვიზიდოთ ინვესტიციები. უცხოური კაპიტალის შემოდინების გარეშე, ან საექსპორტო წარმოების გარეშე, ქვეყნის ეკონომიკა ვერ გადარჩება. ამიტომ ვფიქრობ, ახალმა მთავრობამ უნდა იფიქროს, აგრესიული პოლიტიკის განხორციელებისთვის, რომ ქვეყანა გახადოს მიმზიდველი ინვესტორებისთვის რაც შეიძლება სწრაფი ნაბიჯებით, რადგან ეს დაეტყობა ქვეყნის ეკონომიკას და მოქალაქეების კეთილდღეობას”, - აცხადებს კახა შარაბიძე.

მისივე თქმით, აუცილებელია, გარანტირებული იყოს კერძო საკუთრების დაცვა:

“ვხედავათ, რომ დიდი ბიზნესები გადადის ერთი ხელიდან მეორე ხელში და მესაკუთრის გამოცვლა ემთხვევა პოლიტიკური ისტემბლიშმენტის გამოცვლას, ეს უნდა დასრულდეს”, – აცხადებს იურისტი.

ერთერთ უმნიშვნელოვანეს რეფორმად კახა შარაბიძე სასამართლოში ცვლილებებს ასახელებს. მისი თქმით, თუ ეს ნაწილი არ მოწესრიგდა, შეუძლებელია, ქვეყანაში ბიზნესი განვითარდეს.

“სამწუხაროდ, მოლოდინი, რომ ეს რეფორმა მალე ან ეფექტურად განხორციელდება, განსაკუთრებით კოალიციური მთავრობის პირობებში, არ მაქვს, თუმცა ვფიქრობ, აქ გამოსავალი შეიძლება იყოს კერძო არბიტრაჟი. მოკლევადიან პერიოდში სასამართლო სისტემის შევსება სწორედ ამ გზით შეიძლება”, – აცხადებს იურისტი.