მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ქვეყანა მაღალტექნოლოგიური სოფლის მეურნეობაზე გადადის“ - თიბისი

614711214aeb0
ვიქტორია მღებრიშვილი
19.09.21 18:05
1592
„ქვეყანა მაღალტექნოლოგიური სოფლის მეურნეობაზე გადადის“ - ამის შესახებ გადაცემა „Forbes კვირაში“ "თიბისის" კორპორაციული და საინვესტიციო საბანკო ბიზნესის დირექტორის მოადგილემ გიორგი დარჩიაშვილმა განაცხადა.

მისი ინფორმაციით, ბანკისთვის აგრო მიმართულებით სესხების გაცემა მნიშვნელოვანია და ფინანსური ინსტიტუტი დღეს სოფლის მეურნეობაში წამოწეულ ახალ მიმართულებებსაც აფინანსებს.

„აგრო მიმართულება, თიბისისთვის ერთ-ერთი სტრატეგიული მიმართულებაა; აქ მეღვინეობის მიმართულებაც მოიაზრება. გარდა იმ ტრადიციული დარგებისა, რომელიც აგრო მიმართულებით საქართველოში ისტორიულად იყო მოძლიერებული - ღვინო, თხილი და სხვა, სხვა არატრადიციულ და ინოვაციურ სექტორებსაც აქტიურად ვაფინანსებთ. ძალიან პოპულარულია ნუშის, მოცვის, ფისტას ბაღების მიმართულება. ეს ტენდენცია კარგად ვითარდება და მზარდია. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ქვეყანა მაღალტექნოლოგიური სოფლის მეურნეობაზე გადადის, რაც კრიტიკულია რენტაბელობის შესანარჩუნებლად“, - განაცხადა დარჩიაშვილმა.